2 0 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებები სატვირთო ავტომობილებისადა მიკროავტობუსებისათვის

ზამთრისთვის მოსამზადებელი პერიოდი შემოდგომის ბოლოს განსაკუთრებით აქტიური ხდება.ცივი დღეები სულ უფრო ახლოვდება დაუსიამოვნებების ასარიდებლად თქვენი ავტომობილი სრულ მზადყოფნაში უნდა იყოს.

ტემპერატურის ცვლილება სატვირთო ავტომობილებისა და მიკროავტობუსების სხვადასხვა დეტალზე აისახება, ამიტომ მნიშვნელოვანია მათი დროული შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში შეცვლა.

ზამთრის სეზონთან შესახვედრად „თეგეტამოტორსმა“  ნოემბერში სხვადასხვა შეთავაზება სატვირთო ავტომობილებისა და მიკროავტობუსების მფლობელებისთვის მოამზადა.

სპეციალური ფასები საბურავებზე
მსუბუქი ავტომობილისგან და მიკროავტობუსისგან განსხვავებით, სატვირთო ავტომობილს არ გააჩნია სეზონური საბურავები, რაც ავტომატურად ზრდის ამ პროდუქტის მაღალი ხარისხის აუცილებლობას - ამ შემთხვევაში აქცენტი მის გამძლეობაზე უნდა გაკეთდეს.
„თეგეტა მოტორსში“ ნოემბერში სატვირთო ავტომობილების საბურავების შერჩეულ ბრენდებზე სპეციალური ფასები მოქმედებს. რაც შეეხება მიკროავტობუსებს, საბურავების სრულ ასორტიმენტზე 25%-იანი ფასდაკლება ვრცელდება.

25%-იანი  ფასდაკლება რადიატორებზე
საბურავებთან ერთად, ასევე ძალიან დიდ ყურადღებას მოითხოვს სატვირთო ავტომობილების გაგრილების სისტემა და განსაკუთრებით რადიატორის მდგომარეობა. ზამთრის დადგომამდე რეკომენდებულია მისი შემოწმება, ხოლო დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში აუცილებელია მისი შეცვლა.
„თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში ნოემბერში  NRF-ის რადიატორებზე 25%-იან ფასდაკლება დაგხვდებათ. აქცია ვრცელდება როგორც სატვირთო ავტომობილებზე, ისე მიკროავტობუსებზე.

25%-იან ფასდაკლება ზეთებზე

ხარისხიანი ზეთი ერთ-ერთი მთავარი პირობაა ავტომობილის გამართულობისთვის. სატვირთო ავტომობილების ზეთები განსხვავდება დანამატების შემადგენლობით, რაც განპირობებულია ძრავის,მუშაობის პირობების განსხვავებულობით. 

ნოემბერში „თეგეტა მოტორსი“ პრემიუმ ბრენდის Motul-ის ზეთებზე 25%-იან ფასდაკლებას გთავაზობთ. აქციით სარგებლობა შეუძლიათ როგორც სატვირთო ავტომობილის, ისე მიკროავტობუსის მფლობელებს.

ფასდაკლება აკუმულატორებზე
მძიმე ტვირთის ტრანსპორტირებისას დიდი მნიშვნელობა აქვს ძაბვას, საწყის დენს, სიმძლავრესდა ასევე აკუმულატორის რესურსს. შემოდგომის ბოლო თვეს „თეგეტა მოტორსმა“ ამ მხრივაც საინტერესო აქცია შემოგვთავაზა - სატვირთოებისთვის 20%-იანი ფასდაკლება  AUTO POWER-ის ბრენდის აკუმულატორებზე, ხოლო მიკროავტობუსებისთვის 20%-იანი ფასდაკლება ყველა ბრენდის აკუმულატორზე.


უფასო სერვისები
„თეგეტა მოტორსის“ შეთავაზებების პერიოდში შერჩეულ ფილიალებში უფასო სერვისების აქციაც იმოქმედებს, რომლის ფარგლებშიც უფასოდ შეძლებთ ფილტრებისა და ხუნდების შეცვლას, ასევესავალი ნაწილის შემოწმებას.

სერვისებით სარგებლობისას „თეგეტა მოტორსში“ თქვენს ავტომობილებზე პროფესიონალი, სერტიფიცირებული მექანიკოსები იზრუნებენ.

შეთავაზებებით სარგებლობა „თეგეტა მოტორსის“ ყველა ფილიალში ნოემბრის ბოლომდეა შესაძლებელი.

--

„თეგეტა მოტორსის“ შესახებ: ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ ქართულ ბაზარზე 1995 წლიდან საქმიანობს და მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 29 ფილიალი აქვს, რომლებიც 400 000-ამდე საცალო და 35 000-ამდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-ამდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არიან Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები