2 0 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

Global Finance- მა პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საქართველოს ბანკის დაგროვილი ქონების მართვის მიმართულება საქართველოში საუკეთესოდ დაასახელა

საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის  მსოფლიოში საუკეთესო ბანკები წელს მერვედ დაასახელა. ქვეყნის მასშტაბით ეს ჯილდო კი საქართველოს ბანკის დაგროვილი ქონების მართვის მიმართულებას ერგო.

 

„როცა საქმე ეხება კერძო საბანკო მომსახურებას, ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებიც არიან აღმასრულებელი რგოლის წარმომადგენლები და გამოცდილი პროფესიონალები როგორც ეკონომიკურ, ასევე ფინანსურ ტენდენციებში, უფრო გათვითცნობიერებულ გადაწყვეტილებებს იღებენ. ამიტომ, კიდევ უფრო რთულია დააკმაყოფილო მათი საჭიროებების საკმაოდ ფართო სპექტრი. Global Finance პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის  მსოფლიოში საუკეთესო ბანკებად აღიარებს იმ ინსტიტუტებს, რომლებიც აღწევენ  დიდ წარმატებას, როგორც რიცხვებში, ასევე იმ საჭიროებების მაღალი ხარისხით დაკმაყოფილებაში, რაც მათ მომხმარებლებს აქვს“,- განაცხადა ჯოზეფ ჯიარაპუტომ, Global Finance-ის დამფუძნებელმა და მთავარმა რედაქტორმა.

 

„მოხარული ვართ, რომ საერთაშორისო გამოცემამ საქართველოს ბანკის დაგროვილი ქონების მართვის მიმართულება პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საქართველოში  საუკეთესოდ დაასახელა. ეს ჩვენთვის დიდი პატივი და ამავდროულად, დიდი პასუხისმგებლობაა. ასევე, არის მოტივაცია, არ გავჩერდეთ და კიდევ უფრო განვავითაროთ ჩვენი საქმიანობა ამ კუთხით. ჩვენი მიზანიც ესაა, ჩვენს მომხმარებლებს  კიდევ უფრო სწრაფი და საუკეთესო გადაწყვეტები შევთავაზოთ მათთვის სასურველ არხში, მოვერგოთ მათ მუდმივადცვალებად ინტერესებსა და საჭიროებებს. მინდა მადლობა გადავუხადო იმ გუნდს, რომელიც დაუღალავად შრომობს იმისთვის, რომ მომხმარებელს საუკეთესო გამოცდილება შევუქმნათ“,- განაცხადა ეთერ ირემაძემ საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ.

 

ინფორმაციისთვის, Global Finance-ის სარედაქციო საბჭომ პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის მსოფლიოში საუკეთესო ბანკები ინდუსტრიის წარმომადგენლების შეფასების საფუძველზე დაასახელა. ასევე, გადაწყვეტილება მიღებული იყო თავად ბანკების მიერ წარმოდგენილ მონაცემებზე დაყრდნობით. სარედაქციო საბჭომ მთელი რიგი ობიექტური და სუბიექტური ფაქტორების შესაფასებლად დამოუკიდებელი კვლევაც ჩაატარა.

 

საერთაშორისო გამოცემა Global  Finance 1987 წელს დაარსდა.  ის 50,000-ზე მეტი ტირაჟით  მსოფლიოს 193 ქვეყანაში გამოიცემა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები