0 4 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

შეხვედრა სანდრო სულაბერიძესთან თიბისი კონცეპტის სივრცეში

3 ივნისს, 19:00  საათზე, თიბისი კონცეპტის სივრცე,  მარჯანიშვილის 7-ში, უმასპინძლებს შეხვედრას ხელოვან სანდრო სულაბერიძესთან და ირინა პოპიაშვილთან, რომელიც კურატორი და თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლის დამფუძნებელი და დეკანია. შეხვედრაზე საუბარი იქნება ხელოვან სანდრო სულაბერიძის  შემოქმედებაზე და „ქოლგა თბილისი ფოტო 2022“ -ის ფარგლებში გამართულ  გამოფენაზე  „გარე თვალით დამკვირვებელი“.

 

სანდრო სულაბერიძე 1991 წელს დაბადებული მედია ხელოვანი და ფოტოგრაფია, რომელიც ცხოვრობს და მუშაობს თბილისში. მისი ნამუშევრები ძირითადად სინათლის მნიშვნელობაზე,  აღქმაზე და ინფორმაციის დინებაზეა. თავისი შემოქმედებით ის იკვლევს სინათლეს -როგორც ინფორმაციის, ენერგიის ყველაზე მნიშვნელოვან მატარებელს და აინტერესებს როგორ განსაზღვრავს ეს ყველაფერი ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებას. როგორ არის აგებული ვირტუალური რეალობა და როგორ გვცვლის აღქმა.

 

ხელოვან სანდრო სულაბერიძის გამოფენა „გარე თვალით დამკვირვებელი“, რომელიც „ქოლგა თბილისი ფოტო 2022“-ის ფარგლებში 10 მაისს გაიხსნა, თიბისი კონცეპტის სივრცეში, მარჯანიშვილის 7-ში, 6 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. შეხვედრა გაიმართება ქართულ ენაზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები