0 8 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

PSP-ში თურქული წარმოების მედიკამენტები 77 პროცენტამდე გაიაფდა

PSP-ში თურქულ წარმოებებთან Abdi Ibrahim და Nobel -თან მოლაპარაკებების შედეგად 10-მდე დასახელების მედიკამენტი 77%-მდე გაიაფდა. მთავრობის მიერ N188 დადგენილებაში შეტანილი ცვლილებამ  და მედიკამენტების გამარტივებული იმპორტის რეჟიმის გამოცხადებამ  მოგვცა შესაძლებლობა აქტიურად მუშაობა დაგვეწყო თურქ მწარმოებლებთან და დისტრიბუტორებთან. ამ ცვლილების საფუძველზე, უკვე 1 თვეა, PSP-ს სააფთიაქო ქსელში საქართველოს მასშტაბით მომხმარებლები თურქული წარმოების გერმანულ მედიკამენტ „ქსარელტო 15მგ“ თურქეთის აფთიაქებში არსებულ ფასად 55 ლარად იძენს ადრე ფასდაკლების დღეებში არსებული 139ლარის ნაცვლად.  

თურქ მწარმოებლებთან აქტიური მოლაპარაკებების შედეგად დღეს PSP-ში მომხმარებლებს კიდევ 10-მდე კარდიოლოგიური, ნევროლოგიური, ალერგიის საწინააღმდეგო პრეპარატი შეუძლიათ 77%-მდე ფასდაკლებით შეიძინონ.

ვანსეარ დუო ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პრეპარატია, რომლსი ფასი ფასდაკლების დღეებში 131₾ იყო, დღეიდან PSP-ში - 76,1₾ ღირს.

113,7ლარით გაიაფდა ერთ-ერთი მოთხოვნადი ნევროლოგიური პრეპარატი ეპიქსი; ფასდაკლების დღეების ფასი -212,16₾, დღეიდან PSP-ში 98,3₾.

 

60 ლარით ნაკლებ ფასად, 89₾-ის ნაცვლად 29,15₾ შეუძლია მომხმარებელს ციტოლექსი 10მგN56-ის შეძენა.

 

ვაზოსერკი BID უკვე 23,35ლარი ღირს არსებული ფასდაკლების ფასის 51,93₾-ის ნაცვლად.

კო-ირდა 34ლარით ნაკლებ ფასად, ხოლო ესრამი 33 ლარით ნაკლებ ფასად დახვდება PSP-ში.

 

„PSP კვლავ განაგრძობს მუშაობას თურქ მწარმოებლებთან და დისტრიბუტორებთან მომხმარებლებისთვის ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტების მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ფასების უზრუნველსაყოფად. მომდევნო კვირაში კიდევ 20-მდე დასახელების მედიკამენტი შემოგვაქვს თურქეთიდან მნიშვნელოვნად დაბალ ფასად, რაც მყისიერად აისახება ჩვენს ქსელში და მომხამრებელს კიდევ უფრო მეტ დასახელებაზე შეეძლება ისრაგებლოს გაცილებით დაბალი ფასით თურქული წარომოების მედიკამენტებზე“- აცხადებენ PSP-ში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები