როგორ მუშაობს საქართველოში ონლაინ სათამაშო ბიზნესი
2021-12-09 15:34:32
სათამაშო ბიზნესის შესახებ კანონმდებლობაში მოსალოდნელი ცვლილებებიდან გამომდინარე, არაერთი არასწორი ინფორმაცია გავრცელდა იმის თაობაზე თუ როგორ მუშაობს და რა შემოსავლებს ღებულობს ონლაინ სათამაშო სექტორი. სწორედ აქედან გამომდინარე, სექტორის გადაწყვეტილებით გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია.
არა, ონლაინ სათამაშო ბიზნესი არ არის შემოსავალით პირველ ადგილზე და არც ათეულშია.
2020 წელს ონლაინ სათამაშო ბიზნესის ბრუნვა 32 მილიარდი ლარი იყო, საიდანაც მომხმარებელთა მიერ მოგებული თანხის წილმა 31 მილიარდი შეადგინა, რაც საკმაოდ დიდი რიცხვია. ამ ინდუსტრიაში მოღვაწე 6 კომპანიის ჯამურმა შემოსავალმა, ჯამური ბრუნვის მხოლოდ 3% შეადგინა - ანუ 960 მილიონი ლარი რაც მთლიანი ინდუსტრიის შემოსავალია.
ინფორმაციისთვის, 2020 წლის საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით, მთლიანი სათამაშო ბიზნესის შემოსავალი ზუსტად იმდენივეა, რაც ჯანდაცვის სექტორში მოღვაწე ერთ-ერთი ქართული კომპანიის შემოსავალი და ზუსტად 2-ჯერ ნაკლები ვიდრე საქართველოში მოღვაწე უცხოური მხოლოდ ერთი ნავთობკომპანიის წლიური შემოსავალი.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წელს სათამაშო ბიზნესის მარეგულირებელ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, მთავრობის გადაწყვეტილებით, ბიზნესის რეგულირების პროცესში ჩაერთო შემოსავლების სამსახურის მიერ შერჩეული პირი - მარეგულირებელი, რომელიც სრულად, პირდაპირი წვდომით, ყოველდღიურ რეჟიმში, აკონტროლებს ბიზნესში არსებულ ტრანზაქციებსა და პროცესებს, რაც სათამაშო ბიზნესის სრულად გამჭვირვალობის გარანტს წარმოადგენს.
მეტი სიცხადისთვის კიდევ ერთხელ გავნმარტავთ, სექტორის შემოსავალი როგორ ნაწილდება. მთლიანი სათამაშო ბიზნესის შემოსავალმა 2020 წელს, ბრუნვის 3% ანუ 960მილიონილარიშეადგინა საიდანაც უდიდესი ნაწილი სწორედ ქართულეკონომიკასმოხმარდა.
· გადასახადების სახით სახელმწიფომ მიიღო 200 მილიონი ლარი;
· რეკლამის სახით ინტერნეტ საიტებმა მიიღეს 40 მილიონი ლარი;
· რეკლამის სახით ქართულმა ტელევიზიებმა მიიღეს 40 მილიონი ლარი;
· ქართული სპორტის ფედერაციების, გუნდების თუ პერსპექტიული სპორტსმენების განვითარებას მოხმარდა 30 მილიონი ლარი;
· სხვადასხვა სახის სარეკლამო მომსახურებაში 10 მილიონი ლარი დაიხარჯა;
· ტექნიკური მხარდაჭერა და ტექნოლოგიური განვითარება, რომელსაც ქართველი სპეციალისტები ახორციელებენ, 53 მილიონი ლარით დაფინანსდა;
· საბანკო ტრანზაქციები და სხვა საოპერაციო ხარჯებმა კი 220 მილიონი ლარი შეადგინა;
· აღსანიშნავია, რომ სათამაშო ბიზნეს სექტორში დასაქმებულია 12 ათასზე მეტი ადამიანი და მათი წლიური შემოსავალი ხელფასის სახით 100 მილიონი ლარს შეადგენს. ეს მონაცემები განსაკუთრებით მნიშვენლოვანია, იმ ფონზე, რომ ქვეყანაში უმუშევრობის მაჩვენებელი 22%-ია.
· დარჩენილი 195 მილიონი ლარი კი დივიდენდის სახით, ინდუსტრიის ინვესტორებს ერგოთ.
აღსანიშნავია, რომ ყველა სათამაშო ბიზნესის უკან მდგარმა საერთაშორისო კომპანია, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ქვეყანაში უცხოური ინვესტიციის სახით 2 მილიარ ლარამდე ინვესტიცია შემოიტანეს.
დღევანდელი არჩევნები საერთაშორისო მასშტაბით განხილვის მთავარი თემაა. მაკროეკონომიკური კუთხით, საყურადღებოა, რომ დონალდ ტრამპის გამარჯვება უფრო დოლარის გამყარების არგუმენტად მოიაზრება, რადგანაც უფრო მ...
თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, 15 ნოემბრის ჩათვლით, თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ფარგლებში მასპინძლობს საგარეო ურთიერთობათა ინსტიტუტის (Ifa-Institut für Auslandsbeziehungen) გამ...
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში, რიგით მეოთხე აგროოლიმპიადა ტარდება, რომელიც რეგიონში, აგრარულ დარგში ცოდნაზე დაფუძნებული ერთადერთი და უნიკალური კონკურსია. ეროვნული აგრარული ოლიმპიადა საქარ...
სექტემბრის ეკონომიკის ზრდამ 8.3 პროცენტი შეადგინა, რაც თიბისი კაპიტალის პროგნოზთან შედარებით მხოლოდ 0.3 პროცენტული პუნქტით განსხვავებაა. სრული 2024 წლისათვის კი, ჩვენი 9.4 პროცენტიანი პროგნოზი უცვლელი...
გარემოზე ზრუნვის მიზნით, თიბისიმ, ბრენდ „ადამიანის” ინიციატივით, მასთან და არტისტ მიშიკო სულაკაურთან თანამშრომლობით, ჩამოხსნილ სარეკლამო ბანერებს, ახალი სიცოცხლე შესძინა და ურბანულ თ...
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრ...
თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...
კომენტარები