0 7 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“მოკლე ხანში გაგაცნობთ, როდის იქნება ხელმისაწვდომი” – გაბუნია Pfizer-ის აბებზე

“მოკლე ხანში გაგაცნობთ, როდის იქნება ხელმისაწვდომი” – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია აცხადებს, რომ  Pfizer-ის პირველი ანტივირუსული აბების მიღებაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. გაბუნია ასევე აცხადებს, რომ აბები ისევე როგორც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა იქნება უფასო.

“ძალიან კარგია ის, რომ გუშინ ამერიკის წამლისა და საკვების სააგენტომ მისცა გადაუდებელი ავტორიზაცია კონკრეტულად კორონავირუსის წინააღმდეგ მიმართულ მედიკამენტს. ეს ძალიან იმედმომცემი სიახლეა. ჩვენ ამაზე მუშაობა დაწყებული გვაქვს და მოკლე ხანში შესაძლებლობა გვექნება, რომ საზოგადოებას გავაცნოთ ის დეტალები, თუ კონკრეტულად როდის იქნება ხელმისაწყვდომი ეს მედიკამენტი.  მედიკამენტის გამოყენება ხდება ბინის პირობებშიც, რადგან მას არ სჭირდება განსაკუთრებული ზედამხედველობა მოხმარების პროცესში. რეკომენდაციაა და, უმჯობესია, პროგნოზულად მაღალი რისკი ვისაც აქვს, იმ პირებში მოხდეს მედიკამენტის გამოყენება და ძალიან იმედმომცემია შედეგები, რომლებსაც ეს მედიკამენტი კვლევების შედეგად აჩვენებს – ჰოსპიტალიზაციის შემცირების თვალსაზრისით, რომელსაც თან ახლავს გართულებისა და ლეტალობის შემცირებაც”. – ამბობს გაბუნია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები