1 9 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დღეიდან 11 მაისის ჩათვლით, საქართველოში უქმე დღეებია

დღეიდან 11 მაისის ჩათვლით, საქართველოში უქმე დღეებია გამოცხადებული. საკოორდინაციო საბჭო დამსაქმებლებს თანამშრომელთა დისტანციურ რეჟიმში გადაყვანის რეკომენდაციით მიმართავს.

მთავრობის დადგენილება არ გავრცელდება: პირველადი ჯანდაცვის და სტაციონარული სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებელ დაწესებულებებზე, ფარმაცევტულ საქმიანობაზე, სურსათის დისტრიბუციასა და რეალიზაციაზე, საავტომობილო სატვირთო გადაზიდვებზე, სარკინიგზო და საჰაერო გადაზიდვა-გადაყვანაზე. ასევე სანავსადგურე, სააეროპორტო და სანავიგაციო მომსახურებაზე, საფოსტო და საკურიერო მომსახურებაზე; სამაშველო საქმიანობაზე; დაკრძალვასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე.

ეპიდემიოლოგების განმრტებით, უქმე დღეებში მობილობა ნაკლები უნდა იყოს, ვინაიდან მოსახლეობის უმეტესობა ტესტირებებს არ იკეთებს, შესაბამისად, ინფიცირების სტატისტიკური მაჩვენებელი ამ დღეებში ნაკლებია. მათივე განმარტებით, დაწესებული რეგულაციების დარღვევის მაჩვენებელი მაისის შუა რიცხვებში გამოიკვეთება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები