2 0 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ხელისუფლებისთვის მიცემული ვადა დღეს იწურება: “თუკი მოთხოვნები არ შესრულდა, ფართომასშტაბიანი აქციების გზით წავალთ”

რიონის ხეობის მცველები მოლოდინის რეჟიმში არიან. პროტესტის ერთ-ერთი ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ ვადა დღეს იწურება. ის იმედს გამოთქვამს, რომ  ხელისუფლება კონკრეტულ პასუხს ნებისმიერი ფორმით შეატყობინებს.

ამასთან, როგორც გოლეთიანმა აღნიშნა, მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ფართომასშტაბიანი აქციები დაიწყება.

„დღეს არის პასუხის ბოლო ვადა. არაერთგზის შევთანხმდით პარასკევზე, რომ გვითხრან კონკრეტული პასუხი – კი ან არა – ჩვენი მოთხოვნების დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით. ამიტომ დღის განმავლობაში დაველოდებით მათგან ზარს ან არ ვიცი, რა ფორმით დააპირებენ, გაგვაგებინონ სათქმელი. ამის შემდეგ, თუკი არ შესრულდა ჩვენი მოთხოვნები, ჩვენ წავალთ ფართომასშტაბიანი აქციების გზით და გავაჟღერებთ მოქმედების გეგმას პასუხის გაგების შემდეგ. თუ გახსნიან გზას, მოგვეცემა გადაადგილების საშუალება და შეჩერდება სამუშაოები, ამ შემთხვევაში წავალთ მეორე გზით -დიალოგის გზით“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები