1 3 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“ლელო” - ლეგიტიმაციას მოკლებული პარლამენტი ვერ შესრულებს პოზიტიურ როლს საქართველოს პოლიტიკაში, გამოსავალი ვადამდელი არჩევნებია

“ლელო“ 31 ოქტომბრის შედეგებს არ აღიარებს და ვადამდელ არჩევნებს ითხოვს. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის სხვა ლიდერებთან ერთად “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა. 

„ქართველ ხალხს ჰქონდა მოლოდინი რომ 2020 წლის არჩევნები, უნდა ქცეულიყო ქვეყნისთვის გარდამტეხ მოვლენად. “ქართულმა ოცნებამ” არჩევნების წინა პერიოდი და არჩევნების დღე, სამწუხაროდ დაშინების, ძალადობის, მოსყიდვის და გაყალბების მთლიან პროცესად აქცია. “ლელო” არ შეეგუება ამ ვითარებას. ჩვენ არ ვცნობთ არჩევნების გაყალბებულ შედეგებს. ჩვენს ამომრჩევლებსა და სამოქალაქო საზოგადოებას და პოლიტიკურ პარტიებს  მოვუწოდებთ ერთიანობისაკენ. რადგან ლეგიტიმაციას მოკლებული პარლამენტი ვერ შესრულებს პოზიტიურ როლს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. ერთადერთი გამოსავალი კი ვადამდელი არჩევნებია,” - განაცხადა ჩიხრაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები