2 0 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რუსთაველის ქუჩაზე ერთ-ერთ სილამაზის სალონში მამაკაცმა მეუღლეს დანა ექვსჯერ დაარტყა

 ხაშურში ქმარმა 33 წლის მეუღლე ცივი იარაღით დაჭრა. შემთხვევა რუსთაველის ქუჩაზე ერთ-ერთ სილამაზის სალონში მოხდა. მამაკაცმა მეუღლეს დანა ექვსჯერ დაარტყა.

ქალი სხეულზე მიყენებული მრავლობითი დაზიანებებით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმის თქმით, პაციენტს სასწრაფო ოპერაცია მაშინვე ჩაუტარდა და მისი მდგომარეობა მძიმეა.

რა გახდა დანაშაულის ჩადენის მოტივი ამ დრომდე უცნობია.

სამართალდამცველებმა ბრალდებული  დააკავეს. მომხდარზე გამოძიება, განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები