2 0 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რუსთაველის გამზირზე ლადო ბედუკაძეს ყოფილი პატიმარი თავს დაესხა - ნაცემია თავდამსხმელიც

ჩამოტვირთვა

ციხის კადრების ავტორი, ლადო ბედუკაძე, რომელსაც ცოტა ხნის წინ თბილისში სცემეს, ალადაშვილის კლინიკიდან უკვე გაეწერა. ექიმის თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ალადაშვილის სახელობის კლინიკაში იყო გადაყვანილი ასევე ჩხუბში მონაწილე მეორე პირი. მედიკოსების განმარტებით, დაზიანებები ორივე პაციენტს ძირითადად სახის მიდამოებში ჰქონდათ.

ციხის კადრების ავტორზე თავდასხმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე მოხდა. ბედუკაძეს ყოფილმა პატიმარმა სცემა, რომელიც სასჯელს იმ პერიოდში იხდიდა, როცა ციხის კადრების ავტორი რეჟიმის თანამშრომლად მუშაობდა.

ცნობილი ხდება რომ ცემას წინ უძღვოდა კონფლიქტი, რა დროსაც პირი, რომელიც ბედუკაძეს თავს დაესხა, საპატიმროში მას ყოფილ საქმიანობას ახსენებდა.

მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ცემის მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები