2 2 : 0 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

54 წლის კაცმა 15 წლის გოგოსთან სექსუალური ქმედება განახორციელა - ბრალდებული დაკავებულია

ხაშურში, არასრულწლოვნის გაუპატიურება სცადეს. სავარაუდო მოძალადე 54 წლის კაცია, რომელიც პოლიციამ უკვე დააკავა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ყოფილი სამართალდამცავია. 

მეზობლების ინფორმაციით, კაცმა 15 წლის გოგონაზე ძაალდობა სცადა. 1966 წელს დაბადებული რ.მ., სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ბრალდებით, ხაშურში დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა, წინასწარი შეცნობით, მეზობლად მცხოვრები არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა", - წერია უწყების განცხადებაში. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიბა  სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები