2 2 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

მამაკაცი, რომელიც სამართალდამცავებს სასამართლოდან გაეპარა, პოლიციას გამოკითხვაზე ყოფნის დროსაც გაექცა

 ქურდობაში ბრალდებული პირი, რომელიც სამართალდამცავებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიიდან გაექცათ, ამ დრომდე არ დაუკავებიათ.

 ბრალდებული მამაკაცი სამართალდამცავებს ორჯერ გაექცათ. ერთხელ, როცა ის ავჭალის პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს და მეორედ, მას შემდეგ, რაც მას მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

 მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება ორი მიმართულებით დაიწყო. პირველი - სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტს გულისხმობს და მეორე - სისხლის სამართლის კოდექსის 379-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაქცევას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 3-დან 6 წლამდე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები