2 0 : 5 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

გიორგი კაპანაძე: შვილმოკლული მამა მკვლელების დასჯას ითხოვს, ესენი კი, ვინც დაჭერილები ჰყავთ, მათაც ათავისუფლებენ

  "ინტერნეტ მედია ჯგუფის" დამფუძნებელი  გიორგი კაპანაძე სოციალურ ქსელში,  ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დროს, დანაშაულის დაფარვისთვის დაკავებულების გათავისუფლების ფაქტს ეხმაურება :

"ხორავას ქუჩის მკვლელობის დაფარვაში მსჯავრდებულები სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს...

აგვისტოა, ადამიანთა უმრავლესობა ისვენებს და ქალაქში არ არის, თბილისში "ჩარჩენილები" კი წასასვლელად ემზადებიან...

პროტესტიც მინელდა, წულუკიანი და სუბარიც "შეგვრჩა" და შედეგიც მაშინვე სახეზეა: გარეთ გამოყარეს ორი არასრულწლოვანის მკვლელობის შეუტყობინებლობისათვის დაკავებულები. 

ხვალ მირზა სუბელიანის ჯერი დადგება, ზეგ იმ ბიჭების, ვინც დათუნა და ლევანი სასიკვდილოდ გაიმეტეს... 

შვილმოკლული მამა მკვლელების დასჯას ითხოვს, ესენი კი, ვინც დაჭერილები ჰყავთ, მათაც ათავისუფლებენ. 

სოლიდარობა, მხარდაჭერა და გამხნევება სჭირდება Zaza Saralidze -ს, რათა ხვალ ჩვენ არ აღმოვჩნდეთ მსგავს სიტუაციაში. თუ აკვირდებით, ამისათვის
იბრძვის ეს ადამიანი...",- აღნიშნავს კაპანაძე 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები