1 2 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

2 ოქტომბრის არჩევნებში ხმის ელექტრონულად დათვლის საპილოტე პროექტი - კრწანისის საარჩევნო ოლქში იმიტირებული არჩევნები ჩატარდა

კრწანისის საარჩევნო ოლქში მდებარე ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე იმიტირებული არჩევნები გაიმართა. სწორედ კრწანისის საარჩევნო ოლქში გაიმართება 2021 წლის 2 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით. ხმის ელექტრონულად დათვლის საპილოტე პროექტი 31 საარჩევნო უბანზე განხორციელდება.

 

განსხვავებული ფორმატით დაგეგმილი არჩევნების იმიტაციას დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი მოადგილეებთან და კომისიის წევრებთან ერთად დაესწრო. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაცია 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეებით ხვდება, რაც მხოლოდ ერთადერთ მიზანს ემსახურება, ამომრჩეველმა საკუთარი არჩევანი თავისუფალ და გამჭვირვალე გარემოში დააფიქსიროს.

 

"იმისთვის, რომ ორ ოქტომბერს დაგეგმილი პილოტი იყოს ადმინისტრირების თვალსაზრისით გამართული და ყველა რისკი იყოს დაზღვეული, დღეს  ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით იმიტირებული არჩევნები/კენჭისყრა იმართება. ძირითადი პოზიტიური ნოვაცია ამ ნაწილში რაც გვაქვს, არის ის, რომ 2 ოქტომბერს, კენჭისყრის დასრულებისთანავე, ელექტრონული ტექნოლოგიის გამოყენებით, სულ რაღაც 1 ღილაკზე ხელის დაჭერით, რამდენიმე წუთში გვექნება ჩვენ ამ უბნების წინასწარი შედეგები", - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

 

კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად საარჩევნო სიაში 823 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. იმიტირებული კენჭისყრის პროცესს არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიებისა და მედიის წარმომადგენლები აკვირდებოდნენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები