0 8 : 0 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"შენს მდგომარეობაში არაერთი ქართველი აღმოჩენილა, ილია, სარაჯიშვილი, ნიკოლაძე" - ოდიშარია ბერას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია Facebook-ზე  ბერას მიერ გამოქვეყნებულ წერილს ეხმაურება ;

„რაც შეეხება ამა ქვეყნის ერთი ნაწილის შურს, ბოღმას, უმადურებას, დაუნახაობას და კიდევ მრავალ სხვა არ ახალ ზნეს და მახასიათებელს, გირჩევ, ამას ყველაფერს ფილოსოფიურად შეხედო... შენი და შენი ოჯახის მდგომარეობაში ამ თვალსაზრისით არაერთი დიდი ქართველი აღმოჩენილა, ილია ჭავჭავაძე, ნიკო ნიკოლაძე, დავით სარაჯიშვილი... სამწუხაროდ, სია მოკლე როდია...“, - წერს ოდიშარია. 

დეპუტატი აცხადებს, რომ „ამ დიდი ადამიანების მიერ სამშობლოს წინაშე გაწეული ღვაწლის, ქველმოქმედისა თუ სხვაგვარი ფილანტროპიული ქმედებების შესახებ ცხოვრებისა და ქვეყნისადმი ღირსეული დამოკიდებულების შესახებ, ხოლო მოშურნეებსა და ღვარძლის მთესველთ ისტორია აცამტვერებს! ასეთია კანონზომიერება!
ასე რომ, კიდევ ერთხელ ბედნიერებას, წარმატებას, მხნეობასა და სილაღეს გისურვებ, ბერა!“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები