1 3 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კორონავირუსით 8 წლის ბავშვი გარდაიცვალა

ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში 8 წლის ბავშვი გარდაიცვალა. როგორც კლინიკის სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ განმარტა, პაციენტს თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

„მართვით სუნთქვაზე იყო, გარდაიცვალა შაბათს. ჰქონდა თანმხლები დაავადებების გრძელი ნუსხა - ქრომოსომული თანდაყოლილი დაავადება, ფსიქომოტორული სფეროს ჩამორჩენა, გულის კომბინირებული მანკი, ინფექცია, ჰქონდა ფილტვის დაზიანება კოვიდინფექციის გამო, ძალიან დაბალი წონის პაციენტი იყო, ძლიერი ჰიპოტროფია იყო გამოხატული, ამის გამო მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

ჩვენთან შემოვიდა 18 სექტემბერს. სხვა კლინიკიდან გადმოვიდა. უკვე ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო, სუნთქვის უკმარისობის გამო გადმოვიდა ჩვენთან“,- განაცხადა მაია ჩხაიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები