1 3 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საპატრიარქოს წარმომადგენლები ნინოწმინდის პანსიონში ჩავლენ და თავიანთ გადაწყვეტილებას გააჟღერებენ

 საპატრიარქოს წარმომადგენლები ნინოწმინდის პანსიონატში მიდიან. საპატრიარქოს იურისტის ედიშერ ქარჩავამ დაადასტურა, რომ გადაწყვეტილება მიღებულია, თუმცა ჯერ დეტალებზე არ საუბრობს.

მისი თქმით, ნინოწმინდის პანსიონში საპატრიარქოს წარმომადგენლები ჩავლენ და  გადაწყვეტილება ამის შემდეგ, ადგილზე გაჟღერდება.

"რა გადაწყვეტილებაც იქნა მიღებული საპატრიარქოს და კათოლიკოს პატრიარქის მიერ, გაჟღერებული იქნება ნინოწმინდაში, როდესაც ჩავალთ. ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ნინოწმინდაში გაჟღერდება," - განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.

სახალხო დამცველის აპარატმა პანსიონში მონიტორინგის აუცილებლობის შესახებ კიდევ ერთხელ გააკეთა განცხადება.

"ეს არის ისეთი ინსტიტუცია, სადაც საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს უნდა ჰქონდეს მონიტორინგის შესაძლებლობა. ჩვენ კონსიტუტუციამ, გაეროს ფაკულტატურმა ოქმმა მოგცა იმის საშუალება, რომ მონიტორინგი განვახორციელოთ იმისთვის, რათა დავადგინოთ ბავშვების უფლებრივი მდგომარეობა ადგილზე როგორია. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა ამასთან დაკავშირებით მიმართა ყველა სახელმწიფო ორგანოს რომ განახორციელონ შესაბამისი რეაგირება," - განაცხადა ომბუდსმენის მოადგილემ გიორგი ბურჯანაძემ.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები