1 4 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კრწანისის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

კრწანისის ქუჩაზე მომხდარი ავარიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი სამამდე გაიზარდა – დაშავებული 49 წლის მამაკაცი კლინიკა “ნიუ ჰოსპიტალში” გადიოდა მკურნალობას.

ექიმების თქმით, მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი ნიშნები ჰქონდა, რის გამოც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

“ნიუ ჰოსპიტალში” მოთავსებული მამაკაცი წუხელ, გვიან ღამით გარდაიცვალა. კლინიკაში რჩება ავარიისას დაშავებული კიდევ 2 დაშავებული პაციენტი, ახალგაზრდა ქალი არასრულწლოვან შვილთან ერთად.

შეგახსენებთ, კრწანისის ქუჩაზე, 12 ივნისს მომხდარი ავარიის შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა და რამდენიმე დაშავდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები