1 4 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ერთმანეთს ასწრებენ ლაფში ამოსვარონ საპატრიარქო და წმინდა სინოდი ტელევიზიებმა, ზოგიერთმა პარტიებმა და ეკლესიის მტრებმა“ – ზურა ხაჩიძე

მომღერალი ზურა ხაჩიძე ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საპატრიარქოს მისამართით გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება და წერს, რომ ქვეყანაში ეკლესიის დაუფარავი დისკრედიტაცია ხორციელდება.

„მოკლედ, როგორ დაკორტნონ და ლაფში ამოსვარონ საპატრიარქო და წმინდა სინოდი ერთმანეთს ასწრებენ ტელევიზიები, ზოგიერთი პოლიტიკური პარტიები, ათეისტები და უბრალოდ ეკლესიის მტრები.

ვერაფრით ვერ ეგუებიან მის რეიტინგს და ნდობას საზოგადოებაში.

ბევრჯერ მითქვამს და კიდევ განვმეორდები, რომ მიდის ეკლესიის დაუფარავი დისკრედიტაცია.

მინდა გირჩიოთ და შეგახსენოთ, რომ ვერც ერთ მტერს, რომელსაც გადაწყვეტილი ჰქონდა დედა ეკლესიის განადგურება, შერაცხვა, შებღალვა და კიდეv მრავალი მზაკვრობა, დაასრულეს სრული კრახით და სასჯელით. შეცდომები ყველგან ხდება და ამას არავინ არ უარყოფს და მიეცით საშუალება მოახდინოს რეაგირება, ვისაც ეს ევალება.

ღმერთმა დალოცოს ჩვენი პატრიარქი და ყველა კეთლმსახური, მრევლი, ასევე მინდა გონება გაუხსნას იმ ადამიანებს, ვინც განიკითხავს პატიოსან სამღვდელოებას. ღმერთმა შეგინდოთ ვინაიდან არ იცით რას ჩადიხართ”, – წერს ზურა ხაჩიძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები