2 3 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

მითია, რომ ელექტრომობილს ვერსად დატენი - საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად ავტო გალერის კამპანია გრძელდება

თბილისი, ლოპოტა, წინანდალი, ვაზისუბანი, კაჭრეთი, ყაზბეგი, გუდაური, გორი, ქუთაისი, ზესტაფონი, საირმე, ქობულეთი, ბათუმი,  ბაკურიანი - ელექტრომობილის დამუხტვა ახლა უკვე საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში შესაძლებელია.  მალე ეს ჩამონათვალი კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან „თეგეტა ჰოლდინგი“ მთელი ქვეყნის მასშტაბით 70 დამტენის მონტაჟს გეგმავს. მათ შორის 10 სწრაფი იქნება და ავტომობილი  80%-მდე საშუალოდ ნახევარ საათში დაიმუხტება. მსგავსი დამტენები უკვე ხელმისაწვდომია გორსა და ზესტაფონში. ეს ფაქტები კი  ეწინააღმდეგება მითს, რომ ელექტრომობილს ვერსად დატენი.

 „თეგეტა ქარსში“ შემავალმა კომპანია „ავტო გალერიმ“ ელექტრომობილებთან დაკავშირებული მითების შესახებ კამპანია დაიწყო, რომლის მიზანიც საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და არასწორი წარმოდგენების შეცვლაა. 

 

ლევან თაღიაშვილი, „ავტო გალერის“ მარკეტინგის მენეჯერი:  „გარდა იმისა, რომ დამტენები მთელი ქვეყნის მასშტაბითაა განთავსებული, ელექტრომობილის დატენა  დღეს უკვე საკუთარ სახლშიც შესაძლებელია. შესაბამისი აღჭურვილობა  დაახლოებით 300 ლარი ღირს. დამტენს კი Autogallery-ს შოურუმში შეიძენთ.  ჩვენ ასევე ვეხმარებით მომხმარებელს სახელმწიფო უწყებებთან კომუნიკაციაშიც, რათა დამტენი შესაბამის მისამართზე დროულად გაიმართოს. აღსანიშნავია ისიც, რომ თითქმის ყველა დიდ კორპორაციას  ელექტროდამტენები ახლა უკვე საკუთარ პარკინგზეც აქვს მოწყობილი, ეს კი  პლაგინი ან ელექტრომობილის მფლობელების წახალისებას განაპირობებს. რაც შეეხება ელექტრომობილების დამუხტვის ხანგრძლივობას, ის რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული. გასათვალისწინებელია ავტომობილისა და დამტენის მდგომარეობა-მდებარეობა“.

აღსანიშნავია, რომ ყველა ელექტრომობილს აქვს რეზერვი, რაც ნიშნავს, რომ ბატარეის ენერგიის ამოწურვის შემდეგაც მანქანით დამატებით კიდევ რამდენიმე კილომეტრის გავლაა შესაძლებელი. მანძილი და დრო უახლოეს დასამუხტ ობიექტამდე მისასვლელად სრულიად საკმარისია.

„თეგეტა ჰოლდინგი“ ელექტრომობილების დამტენების დამონტაჟებას დიდ საცხოვრებელ კომპლექსებსა და სავაჭრო მოლებშიც გეგმავს, რათა მომხმარებლებს ელექტრომობილების შეძენის მოტივაცია გაუჩინოს. 

„თეგეტა ჰოლდინგმა“ ივლისში, მწვანე ეკოსისტემის განვითარების მიზნით, 20 მილიონი ლარის ობლიგაციები გამოუშვა. ემისიის მოსამზადებელ ეტაპზე კომპანიამ ჩარჩო შეიმუშავა, რაც მკაფიოდ გამოხატავს „თეგეტას“ პოზიციას, ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნის შესახებ. დოკუმენტის საფუძველზე „თეგეტამ“ მოიპოვა წამყვანი ESG კვლევისა და ანალიტიკის მომწოდებელი საერთაშორისო კომპანიის Sustainalytics-ის მეორე მხარის მოსაზრება. ჩარჩო დოკუმენტშია გაწერილი ის ვალდებულებები, რაც კომპანიამ პროსპექტით გათვალისწინებულ ვადაში უნდა შეასრულოს:

მსუბუქი, სამგზავრო და სხვა ტიპის ელექტრიფიცირებული ტრანსპორტის იმპორტი და რეალიზაცია; ქვეყნის მასშტაბით დასატენი სადგურების ფართო ქსელის მოწყობა, რათა შეიქმნას ხელმისაწვდომი ელექტრული ეკოსისტემა ადეკვატური დასატენი ინფრასტრუქტურით, რითაც ელექტრომობილების ფლობა გამარტივდება.

-----

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ავტო გალერი“ ქართულ ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს. მულტიბრენდულ შოურუმში წარმოდგენილია როგორც ახალი, ისე მეორადი ელექტრომობილების ფართო არჩევანი. ეკომეგობრული ავტომობილების გარდა, კომპანიას შემოჰყავს დეფიციტური და ექსკლუზიური ავტომობილები. 2020 წლიდან „ავტო გალერი“ - NIU-ს ელექტრომოპედების, 2023 წლიდან კი Polaris-ის  ოფიციალური პარტნიორი და შემომყვანია ქართულ ბაზარზე. ბრენდის ერთ-ერთი მთავარი ფასეულობა ეკოლოგიაზე ზრუნვაა.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...

  • 14:50

    თიბისის ორგანიზებით Data ღონისძიება ჩატარდა...

    თიბისის ორგანიზებით გაიმართა Data ღონისძიება „ქალი პროფესიონალები მონაცემთა მეცნიერებაში“. თიბისი უკვე მეორე წელია სტენფორდის უნივერსიტეტის ინიციატივით შექმნილ საერთაშორისო საზოგადოებას &...

  • 11:56

    Euromoney-იმ თიბისი საქართველოში საუკეთესო სავალუტ...

    საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney, თიბისი საქართველოში საუკეთესო სავალუტო სერვისების მომწოდებელ ბანკად დაასახელა. ჯილდო თიბისიმ შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით მოიპოვა: განხორციელებული ტრან...

  • 11:52

    თიბისის სპეციალური შეთავაზება ქალი მეწარმეებისათვი...

    თიბისი ქალი მეწარმეების ბიზნესის მხარდაჭერისათვის სპეციალურ შეთავაზებას აკეთებს. პროექტის ბენეფიციარიც შეიძლება გახდეს ნებისმიერი კომპანია, რომლის დამფუძნებელთა სიაში არის ქალი ან დირექტორი ქალია. &...