0 1 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

მოამზადე ავტომობილი ცივი დღეებისთვის - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“

 

შემოდგომა სწორედ ის დროა, როდესაც თქვენი ავტომობილი ცივი დღეების მოახლოებისთვის უნდა მოამზადოთ, რადგან ტემპერატურის ცვლილება ავტომობილის სხვადასხვა დეტალზე აისახება. უსაფრთხო გადაადგილებისა და უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია,ტემპერატურის კლებას  სრულად გამართულიავტომობილით შეხვდეთ.

ცივი დღეებისთვის ავტომობილის შესამოწმებლად და გასამართად „თეგეტა მოტორსში“ სპეციალურიშეთავაზებები მოქმედებს. ოქტომბრის ბოლომდე განსაკუთრებული აქციებია საბურავებზე, აკუმულატორებზე, საცხებ-საპოხ მასალებსა და სათადარიგო ნაწილებზე.

საბურავები

•​სპეციალური ფასები შერჩეულ საბურავებზე

მხოლოდ ონლაინ:

•​20%-იანი ფასდაკლება BF Goodrich-ის საბურავებზე

•​25%-იანი ფასდაკლება ზაფხულის საბურავების სრულ ასორტიმენტზე

შეგახსენებთ, რომ ცვალებადი ამინდის პირობებშიერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალისწორად შერჩეული საბურავია. მისი ხარისხი, სეზონთან შესაბამისობა და მდგომარეობა პირდაპირ კავშირშია უსაფრთხოებასთან. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ დროულად და სეზონების შესაბამისად განვაახლოთ ისინი.

აკუმულატორები

•​25%-იანი ფასდაკლება აკუმულატორების სრულ ასორტიმენტზე

•​სპეციალური ფასები Macpower-ის აკუმულატორებზე

აკუმულატორი დაბალი ტემპერატურის მიმართ ერთ-ერთი ყველაზე სენსიტიური დეტალია. თუკი აკუმულატორს სამუშაო რესურსი შემცირებული აქვს, ვერ შეძლებს ძრავის ასამუშავებლად საჭირო ენერგიის გამოყოფას და არასასიამოვნო სიტუაციების რისკი იზრდება. ამიტომ საჭიროა მისი რესურსის შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში ახლით ჩანაცვლება.

საცხებ-საპოხი მასალები და ფილტრები

•​25%-იანი ქეშბექი Mobil-ისა და Shell-ის ბრენდის ზეთებზე

•​20%-იანი ფასდაკლება Petronas-ის ზეთებზე

•​სპეციალური ფასი Lesta-ს ბრენდის ანტიფრიზზე

ტემპერატურის კლებასთან ერთად, უფრო და უფრო აქტუალური ხდება ძრავისა და გაგრილების სისტემის სითხეები. საჭიროა გაგრილების სისტემაში ანტიფრიზის დონისა და ხარისხის შემოწმება, რათაძრავის გაგრილების სისტემა დაცული იყოს. 

ასევე უმნიშვნელოვანესია ძრავის ზეთის დონისა და რესურსის კონტროლი. არ შეიძლება, რომ კონკრეტული გარბენის შემდეგ ზეთი და ფილტრი არ შევცვალოთ,. რადგან ზეთი ასრულებს შეპოხვის ფუნქციას ძრავის მოძრავი დეტალებისთვის. 

სათადარიგო ნაწილები

•​სპეციალური ფასები მინამწმენდებზე

შემოდგომა გამოირჩევა ტემპერატურის კლებით და წვიმიანი ამინდებით. იმისათვის, რომ ნალექიან დღეებში უსაფრთხოდ გადაადგილდებოდეთ, ყველა ზემოჩამოთვლილ დეტალთან ერთად, საკმაოდ დიდ როლს ასრულებს საქარე მინამწმენდები. ის უზრუნველყოფს, რომ წვიმიან ამინდში ხილვადობა არ შეგეზღუდოთ.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილ შეთავაზებასთან ერთად, „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში შეგიძლიათ სპეციალური ფასებით შეიძინოთ უმაღლესი ხარისხის Total-ისა და Toptul-ის ხელსაწყოები და დანადგარები.გარდა ამისა, ჰაერისა და სალონის ფილტრის ყიდვის შემთხვევაში, მათი შეცვლა უფასო იქნება. 

--

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...

  • 14:50

    თიბისის ორგანიზებით Data ღონისძიება ჩატარდა...

    თიბისის ორგანიზებით გაიმართა Data ღონისძიება „ქალი პროფესიონალები მონაცემთა მეცნიერებაში“. თიბისი უკვე მეორე წელია სტენფორდის უნივერსიტეტის ინიციატივით შექმნილ საერთაშორისო საზოგადოებას &...

  • 11:56

    Euromoney-იმ თიბისი საქართველოში საუკეთესო სავალუტ...

    საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა - Euromoney, თიბისი საქართველოში საუკეთესო სავალუტო სერვისების მომწოდებელ ბანკად დაასახელა. ჯილდო თიბისიმ შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით მოიპოვა: განხორციელებული ტრან...

  • 11:52

    თიბისის სპეციალური შეთავაზება ქალი მეწარმეებისათვი...

    თიბისი ქალი მეწარმეების ბიზნესის მხარდაჭერისათვის სპეციალურ შეთავაზებას აკეთებს. პროექტის ბენეფიციარიც შეიძლება გახდეს ნებისმიერი კომპანია, რომლის დამფუძნებელთა სიაში არის ქალი ან დირექტორი ქალია. &...