1 3 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი ევროპის ინოვაციების აკადემიის საერთაშორისო ბანაკის მხარდამჭერია

5-9 სექტემბერს, ბათუმში გაიმართა ევროპის ინოვაციების აკადემიის (EIA) მიერ ორგანიზებული ინოვაციისა და ლიდერობის საერთაშორისო ბანაკი. პროექტში მონაწილეობა მიიღო 100-მა სტუდენტმა, 11 ქვეყნიდან, რომელთაგანაც 50 ქართველია, 50 კი - საერთაშორისო სტუდენტი. საერთაშორისო სტუდენტებს შორის იყო პროექტ Safe Haven-ის მონაწილე 12 უკრაინელი გოგონა.

 

ერთკვირიან ინტენსიურ საზაფხულო ბანაკში  სტუდენტებმა გაიარეს მეწარმეობის და ლიდერობის პროგრამა, რომელსაც უძღვებოდნენ კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტის - სუტარჯას მეწარმეობის და ტექნოლოგიის ცენტრის ფაკულტეტისა და სილიკონის ველის სხვადასხვა წამყვანი ორგანიზაციების ხელმძღვანელები.

 

ინოვაციების ბანაკი საერთაშორისო პროექტია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის დედაქალაქებში ყოველწლიურად იმართება. ამჯერად, ქართველ ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცათ, საქართველოში მიიღონ, მაღალი ხარისხის, საერთაშორისო დონის განათლება. 

 

პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას მეწარმეობის მიმართულებებით. ის მომავალ სტარტაპერებს აძლევს სწორ მიმართულებას და უადვილებს გზას, აქციონ საკუთარი ინოვაციური იდეები ტექნოლოგიურ სტარტაპებად. 

 

ინოვაციების ბანაკს მასპინძლობს ევროპის ინოვაციების აკადემია (EIA). პროექტის  მხარდაჭერები კი არიან: თიბისი, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა, კავკასიის უნივერსიტეტი, სტარტაპ ქონექთი, US MAC და სხვა. 

 

“ევროპის ინოვაციების აკადემიის საზაფხულო ბანაკის მიზნები პირდაპირ თანხვედრაშია თიბისის მიზნებთან, რომელიც თავისი განვითარების მეოთხე ათწლეულს ახალი თაობის მხარდაჭერას, მათ განათლებას და სამეწარმეო და ტექნოლოგიური მიმართულებით გაძლიერებას მიუძღვნის. თიბისისთვის საამაყოა ევროპის ინოვაციების აკადემიასთან ამ პროექტში თანამშრომლობა და მოხარულები ვართ, რომ ჩვენი წვლილი შეგვაქვს ახალგაზრდებისთვის მსოფლიო დონის განათლებაზე წვდომის უზრუნველყოფის საქმეში.“ - აცხადებს, თიბისის ბრენდ ანალიტიკის ლიდერი და კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი, ალექსანდრე მაყაშვილი.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...

  • 14:50

    თიბისის ორგანიზებით Data ღონისძიება ჩატარდა...

    თიბისის ორგანიზებით გაიმართა Data ღონისძიება „ქალი პროფესიონალები მონაცემთა მეცნიერებაში“. თიბისი უკვე მეორე წელია სტენფორდის უნივერსიტეტის ინიციატივით შექმნილ საერთაშორისო საზოგადოებას &...