1 3 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

კომპანია „ზედაზენის“ პორტფელს კიდევ ერთი პრემიუმ ბრენდი - Dilmah-ის ცივი ჩაი შეემატა

კომპანია „ზედაზენის“ პორტფელს კიდევ ერთი პრემიუმ ბრენდი - Dilmah-ის ცივი ჩაი შეემატა. „დილმა“ ნამდვილი ცეილონის ჩაის, ნომერ პირველი მწარმოებელია შრი-ლანკაში. მის ხარისხს განსაზღვრავს შრი-ლანკის კლიმატი და ნიადაგი, რომელიც იდეალურია ჩაის მოსაყვანად. ამასთან ერთად, მწარმოებლები მცენარეს კრეფენ ხელით, რა დროსაც საუკეთესო ფოთლებსა და ყლორტებს არჩევენ. სწორედ ეს განაპირობებს პროდუქციის უნიკალურ გემოვნურ თვისებებსა და ხარისხსს.  შედეგად, მიღებული პროდუქტი მდიდარია ბუნებრივი მცენარეული ანტიოქსიდანტებით. 

 

მსოფლიოში საუკეთესო ჩაის  წარმოების მრავალწლიანი გამოცდილების  შემდეგ, Dilmah-ის პორტფოლიოში მზა ცივი ჩაის დამატებამ, კიდევ ერთხელ დაადასტურა კომპანიის  სწრაფვა სრულყოფილებისკენ. ფუნქციური, მზა სასმელების  ინდუსტრიაში Dilmah-ის გამოჩენა ახალი დღის წესრიგის  შექმნას შეუწყობს  ხელს. „გავხადოთ სამყარო უკეთესი“ - ესაა  Dilmah-ის  განაცხადი.  

 

„კომპანია „ზედაზენს“ უკვე მრავალწლიანი გამოცდილება აქვს ბაზარზე ახალი კატეგორიის პროდუქტის შექმნისა და განვითარების. ჩვენ  ყურადღებით ვეცნობით მსოფლიო ტენდენციებს და ვცდილობთ,  მომხმარებელს ყოველთვის ყველაზე აქტუალური და ფუნქციური პროდუქტი შევთავაზოთ. „Dilmah Tea“-სთან პარტნიორობა, გვაძლევს საშუალებას ქართველ მომხმარებელს შევთავაზოთ მსოფლიოში ჩაის კატეგორიის ლიდერი ბრენდის მოთხოვნადი პროდუქტი. მეორე მხრივ, ჩვენი მიზანია, ქართული და რეგიონის ბაზრები უწყვეტად მოვამარაგოთ უმაღლესი ხარისხის პროდუქციით. „Dilmah Tea“  გახლავთ უნიკალური, უმაღლესი ხარისხის ჩაის ფოთლებისაგან სპეციალური რეცეპტით მომზადებული ცივი ჩაი, რომლის გემოც უკვე კარგად ნაცნობია ევროპასა და ამერიკაში. დამზადებულია კონსერვანტებისა და მინარევების გარეშე. „დილმას“ საკმაოდ მრავალფეროვანი ასორტიმენტი აქვს, რაც გულისხმობს სხვადასხვა სიძლიერის გემოსა და არომატს. ასეთი არჩევანი ბაზარზე იშვიათია ან საერთოდ არ არის. ამიტომ  ვფიქრობთ, საქართველოში ამ ბრენდის გამოჩენა მნიშვნელოვანია ხარისხისა და  ჩაის გემოს მოყვარულთათვის“,  - განაცხადა ქართული ლუდის კომპანიის - „ზედაზენის“ დირექტორმა კახაბერ კოტრიკაძემ.

 

როგორც კომპანია ზედაზენში აცხადებენ, „დილმასთან“ თანამშრომლობის გადაწყვეტილება,  სწორედ მისი წარმოებული ჩაის მაღალმა ხარისხმა განაპირობა.

 

“ზედაზენის მრავალწლიანმა  სამეწარმეო გამოცდილებამ  და  სანდოობის უმაღლესმა კოეფიციენტმა ქართულ და  არა მხოლოდ  ქართულ ბაზარზე,  განაპირობა თანამშრომლობის გადაწყვეტილება. ჩვენთვის პრიორიტეტულია კომპანიის  ტრადიციული ღირებულებები და  შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთობლივი, მართლაც უნიკალური პროექტი,  საინტერესოდ  და ქვეყნებისთვის  სასარგებლოდ წარიმართება. "Dilmah“-ის საოჯახო მემკვიდრეობაში მზა ცივი ჩაის შემოტანა კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს მუდმივ ვალდებულებას,  მსოფლიოს შევთავაზოთ ფუნქციური სასმელების კატეგორია. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი მომხმარებლები არჩევანს ჩვენს ბრედნზე აკეთებენ სასმელებს ფუნქციური უპირატესობებით და Dilmah Ready-To-Drink სერია სწორედ ისაა, რასაც ისინი ითხოვენ – ახალი გემრიელი და გამაგრილებელი ჩაი, რომელმაც გაიარა მინიმალური დამუშავება თავისი ბუნებრივი სიკეთის შესანარჩუნებლად“, - განმარტა Dilmah Ceylon Tea Company“-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა როშან ტისაარაჰმა.

 

მომხმარებელი  დახლებზე Dilmah's Ready-to-Drink სერიის 3 სახეობის დებიუტანტ გემოს იხილავს:

  • ცივი ჩაი ატმის არომატით და გემოთი
  • ცივი ჩაი ტროპიკული ხილის არომატით და გემოთი
  • ცივი ჩაი ალოე ვერეს გემოთი

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...

  • 14:50

    თიბისის ორგანიზებით Data ღონისძიება ჩატარდა...

    თიბისის ორგანიზებით გაიმართა Data ღონისძიება „ქალი პროფესიონალები მონაცემთა მეცნიერებაში“. თიბისი უკვე მეორე წელია სტენფორდის უნივერსიტეტის ინიციატივით შექმნილ საერთაშორისო საზოგადოებას &...