1 3 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საუკეთესო მობილური აპლიკაცია ბიზნესისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში - საქართველოს ბანკი Global Finance-მა საუკეთესოდ დაასახელა

საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა საქართველოს ბანკის მობილური აპლიკაცია ბიზნესისთვის საუკეთესოდ აღიარა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.

 

„საუკეთესო ციფრულ ბანკებად დასახელდენენ ის ფინანსური ინსტიტუტები, რომლებმაც ძალისხმევა არ დაიშურეს, რათა მომხმარებლისთვის  გაუმჯობესებული პროდუქტები და სერვისები დაენერგათ. სწორედ ამიტომაც არიან მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკებად აღიარებული Global Finance-ის მიერ“,- თქვა ჯოზეფ ჯარაპუტომ, Global Finance-ის დამფუძნებელმა და მთავარმა რედაქტორმა.

 

„მოხარული ვართ რომ საქართველოს ბანკის ძალისხმევა, გაუმარტივოს ბიზნესს ყოველდღიური ოპერაციები და მას ახალი ციფრული შესაძლებლობები შესათავაზოს, არ დარჩა ისეთი საერთაშორისო გამოცემის ყურადღების მიღმა, როგორც  Global Financ-ია. ამაყები ვართ რომ მსოფლიო საუკეთესო ციფრულ ბანკებს შორის ჩვენი მობილური აპლიკაცია ბიზნესისთვის საუკეთესოდ დასახელდა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. ეს გვაძლევს კიდევ უფრო მეტ მოტივაციას არ გავჩერდეთ და ბიზნესს კიდევ უფრო მეტი ინოვაციური, მათ სურვილებსა და საჭიროებებზე მორგებული სერვისი თუ პროდუქტი შევთავაზოთ“,- განაცხადა გიორგი ვახტანგიშვილმა, საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ.

 

გამარჯვებული ბანკები გამოვლინდნენ შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე: მომხმარებელთა მოზიდვისა და ციფრული გამოცდილების სტრატეგიის სიძლიერე, მიმზიდველი ციფრული შეთავაზებები, ციფრული მომხმარებლების ზრდა, პროდუქტის შეთავაზებების ფართო არჩევანი, ციფრული ინიციატივებიდან მიღებული ხელშესახები შედეგები მომხმარებლისთვის, ვებგვერდისა და მობილური აპლიკაციების  მოხერხებული ფუნქციონალი და  დიზაინი. გამარჯვებული ბანკები შეირჩა აფრიკიდან, აზიის, წყნარი ოკეანის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ლათინური ამერიკის, ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ ამერიკისა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან. საუკეთესო ციფრული ბანკები შეირჩნენ Global Finance-ის რედაქტორების, ტექნოლოგიებისა და აუთსორსინგის მსოფლიო ლიდერის, Infosys-ის მსოფლიო დონის ჟიურის წევრების  მიერ. 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...

  • 14:50

    თიბისის ორგანიზებით Data ღონისძიება ჩატარდა...

    თიბისის ორგანიზებით გაიმართა Data ღონისძიება „ქალი პროფესიონალები მონაცემთა მეცნიერებაში“. თიბისი უკვე მეორე წელია სტენფორდის უნივერსიტეტის ინიციატივით შექმნილ საერთაშორისო საზოგადოებას &...