1 3 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წალკაში ყველის საწარმო აშენდა

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი, რეგიონებში პროექტების განხორციელების ხელშეწყობას განაგრძობს. ამ მიზნით საქართველოს ბანკსა და მცირე მეწარმის პარტნიორობის შედეგად ახალქალაქში ყველის ქარხანა აშენდა.  საწარმო 1200 კვ.მ ფართობზეა განთავსებული. ქარხანაში თვეში საშუალოდ 3000-4000 კგ სულგუნი იწარმოება. პროექტის ჯამური ღირებულება 240 000 ლარია, ბანკის ინვესტიცია კი დაახლოებით  180 000  ლარს შეადგენს.

 

„მოხარული ვართ რომ ბანკთან თანამშრომლობით შევძელით, ახალქალაქში ყველის წარმოება დაგვეწყო. ბანკის მიერ გამოყოფილი ფინანსური რესურსით  ავაშენეთ საწყობი, შევიძინეთ რძის გასაციებელი და ჩამოსასხმელი დანადგარები, მაცივრები და საწარმოს ინვენტარი. იმედი გვაქვს სამომავლოდ წარმოებას კიდევ უფრო გავზრდით და შევქმნით ახალ სამუშაო ადგილებს“,- განაცხადა მცირე მეწარმემ, ემზარ გობაძემ.

 

„ბიზნესის მხარდაჭერა საქართველოს ბანკის უცვლელი პრიორიტეტია, რეგიონებში მცირე მეწარმეების წახალისება კი განსაკუთრებით საჭირო. მოხარული ვართ რომ გვაქვს შესაძლებლობა, ხელი შევუწყოთ ბიზნესს შექმნას საწარმო და იფიქროს სამომავლო განვითარებაზე. მეწარმე უკვე წარმატებით ახორციელებს ყველის რეალიზაციას თბილისის მასშტაბით  სხვადასხვა მაღაზიებში. სამომავლოდ  კი სურს ქარხნული ყველის დამზადება და წარმოების გაფართოება. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ მას და კიდევ უფრო მეტი ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, რათა კიდევ უფრო მეტად გააძლიეროს რეგიონი“,- განაცხადა გიორგი ბოჩიკაშვილმა, საქართველოს ბანკის მიკრო ბიზნესის დეპარტამენტის, ბიზნესის განვითარების სამსახურის უფროსმა.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...

  • 14:50

    თიბისის ორგანიზებით Data ღონისძიება ჩატარდა...

    თიბისის ორგანიზებით გაიმართა Data ღონისძიება „ქალი პროფესიონალები მონაცემთა მეცნიერებაში“. თიბისი უკვე მეორე წელია სტენფორდის უნივერსიტეტის ინიციატივით შექმნილ საერთაშორისო საზოგადოებას &...