1 5 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

საგარეო ვაჭრობის წინა კვირაში გამოქვეყნებული მაჩვენებლები კიდევ ერთხელ მიუთითებს თიბისი კაპიტალის 2022 წლის ეკონომიკის ზრდის მაღალი პროგნოზის რაციონალურობაზე. უფრო მეტიც, წინა თვეებისაგან განსხვავებით, მაისში ექსპორტის ძლიერი ზრდა უკვე რეალური მატებითაც და არა მხოლოდ გაზრდილი ფასებითაა გამოწვეული. ამავდროულად, საქსტატის მიერ ეკონომიკის ზრდის პირველი კვარტალის შეფასება გამოქვეყნდა და მანამდე არსებული ყოველთვიური მაჩვენებლები, მართალია მცირედით, თუმცა მაინც მატების მიმართულებით გადაიხედა. როგორც ჩანს, თიბისი კაპიტალის 2022 წლის ეკონომის ზრდის შემდეგი პროგნოზი არსებული, 8%-ზე უფრო მეტიდან, დაახლოებით 10%-ით განისაზღვრება.

 

ინფლაციის მხრივ საყურადღებოა, რომ მწარმოებელთან ფასების ინდექსით გაანგარიშებული ფასების ზრდა კვლავ მაღალ დონეზეა, თუმცა შემცირების ტენდენცია მაისშიც იკვეთება. ცნობილია, რომ ხშირად მწარმოებელთან ფასების დინამიკა სამომხმარებლო ფასების წინმსწრებ ინდიკატორად ითვლება. ამ მხრივ, ასევე აღსანიშნავია საერთაშორისო ბაზრებზე სასაქონლო პროდუქციის ბოლო პერიოდში დაფიქსირებული გაიაფება.

 

წინა კვირაში მაისის დაკრედიტების სეგმენტების მიხედვით სტატისტიკა გახდა ხელმოსაწვდომი. ამ მხრივ, ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი კვლავ სამომხმარებლო სესხებში ფიქსირდება. თიბისი კაპიტალი ინარჩუნებს ადრინდელ შეფასებას, რომ სამომავლოდ, აღნიშნულ სეგმენტში აქტივობის ნორმალიზებაა მოსალოდნელი. 

 

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია ბმულზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...

  • 14:50

    თიბისის ორგანიზებით Data ღონისძიება ჩატარდა...

    თიბისის ორგანიზებით გაიმართა Data ღონისძიება „ქალი პროფესიონალები მონაცემთა მეცნიერებაში“. თიბისი უკვე მეორე წელია სტენფორდის უნივერსიტეტის ინიციატივით შექმნილ საერთაშორისო საზოგადოებას &...