1 5 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით „ინნ ჯგუფის“ კიდევ ერთი სასტუმრო გაიხსნა

ქუთაისში "ინნ ჯგუფის" უმაღლესი კლასის სასტუმრო - "ქუთაისი ინნ" გაიხსნა. გახსნის ღონისძიებას სამთავრობო სექტორის, ტურიზმის, ბიზნესისა და კულტურის სფეროების წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

სასტუმრო დაფინანსებულია „აწარმოე საქართველოს“ პროექტის ფარგლებში. პროექტის დასასრულებლად 15 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც თიბისის თანამონაწილეობა 5 მლნ ლარს შეადგენს.

 

„ქუთაისი ინნ“ 100 სხვადასხვა კატეგორიის ნომერს, რესტორანს, ბარს, საკონფერენციო და სპორტულ დარბაზებს აერთიანებს. სასტუმროში 85 ადამიანი დასაქმდება.

 

„ინნ ჯგუფის ერთ-ერთი მთავარი მიზანია საქართველოში სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიის განვითარებაში მიიღოს მონაწილეობა. მაღალი დონის სერვისითა და პროდუქტით ვცდილობთ, რომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონი და ქალაქი ტურისტებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი გავხადოთ. ვიმედოვნებთ, რომ ეს სასტუმრო ქალაქის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი გახდება“, - ერეკლე კოკაია, „ინნ ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი.

 

„ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ქუთაისში კიდევ ერთი მაღალი კლასის სასტუმრო გაჩნდა, რომელშიც ადგილობრივები დასაქმდებიან. თიბისისთვის რეგიონული განვითარება და დასაქმების ხელშეწყობა ერთერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ჩვენ 45%-იანი წილით ტურიზმის სექტორის დაფინანსებაში ლიდერები ვართ.  ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე, თიბისის მხარდაჭერით 44 სასტუმრო გაიხსნა, როგორც თბილისში ასევე რეგიონებში,“ - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

 

ჰოლდინგი „ინნ ჯგუფი“  2015 წელს დაარსდა და დღეისათვის ის 8 კომპანიას აერთიანებს, მათ შორისაა  4 მოქმედი სასტუმრო: „გუდაური ინნ“, „ივერია ინნ“, „ბაკურიანი ინნ“, „როიალ ინნ“ და 2 მშენებარე სასტუმრო: „ახალციხე ინნ“ და „გორი ინნ“.

 

მოქმედი და მშენებარე სასტუმროების დასრულების შემდეგ, ჯგუფის მართვაში ჯამში  4 და 5 ვარსკვლავიანი კატეგორიის 800 ნომერზე მეტი იქნება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...

  • 14:50

    თიბისის ორგანიზებით Data ღონისძიება ჩატარდა...

    თიბისის ორგანიზებით გაიმართა Data ღონისძიება „ქალი პროფესიონალები მონაცემთა მეცნიერებაში“. თიბისი უკვე მეორე წელია სტენფორდის უნივერსიტეტის ინიციატივით შექმნილ საერთაშორისო საზოგადოებას &...