1 5 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკი Seamless Middle East 2022-ზე წარდგება

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, ტექ-მიმართულებით  ტრანსფორმაციას და სიახლეების დანერგვას განაგრძობს.  ამჯერად ბანკი  გადახდების, ელექტრონული კომერციისა და საცალო ვაჭრობის მიმართულებით ახლო აღმოსავლეთში ყველაზე დიდ ღონისძიებას, Seamless Middle East 2022-ს უერთდება.

მსოფლიოს მასშტაბით მიწვეულ სპიკერებს შორის, საქართველოს ბანკს ღონისძიებაზე ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, მაიკო გორგილაძე წარადგენს.

ღონისძიება 31 მიასიდან 1 ივნისის ჩათვლით, დუბაის მსოფლიო სავაჭრო ცენტრში  გაიმართება. Seamless Middle East 2022 მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 10,000-ზე მეტ მიწვეულ სტუმარს, 300-ზე მეტ სპიკერსა და 350-ზე მეტ გამოფენის მონაწილეს გააერთიანებს. მათ შორის, ისეთი კომპანიების წარმომადგენლებს,  როგორიცაა:  Microsoft, SAP, Oracle, PayPal, Salesforce, VISA, IBM და სხვ.

„უკვე 22 წელია, Seamless-ი გადახდების, ფინტექის, ელექტრონული კომერციის,  საბანკო,  და სხვა ინდუსტრიების წამყვანი პროფესიონალების შეხვედრის ადგილს წარმოადგენს. მაქვს შესაძლებლობა, აუდიტორიას საქართველოს ბანკის სახელით ის სიახლეები და ინოვაციები გავაცნო, რომელსაც ბოლო პერიოდში ვავითარებთ და უახლოეს მომავალში დავნერგავთ. პანელური დისკუსიის ფარგლებში ისეთ საკითხებს მიმოვიხილავთ, როგორიცაა: ფინტექი; ახალი ბიზნეს მოდელების ათვისება; მომხმარებლის მუდმივადცვალებადი საჭიროებების დაკმაყოფილება; ფინანსური სისტემების სამომავლო ხედვა - როგორ გამოიყურება სამომავლო საბანკო დღის წესრიგი და სხვ. ღონისძიება უამრავი საინტერესო და ინოვაციური იდეის გაზიარების შესაძლებლობას იძლევა,  საბანკო თუ სხვა სფეროს წარმომადგენლებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მოხარული ვარ, რომ მეძლევა შესაძლებლობა ის ციფრული ინოვაციები და ტექნოლოგიები, რასაც   საქართველოს ბანკში ვნერგავთ, კიდევ უფრო ფართო აუდიტორიას გავუზიაროთ“, - აცხადებს საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, მაიკო გორგილაძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...

  • 14:50

    თიბისის ორგანიზებით Data ღონისძიება ჩატარდა...

    თიბისის ორგანიზებით გაიმართა Data ღონისძიება „ქალი პროფესიონალები მონაცემთა მეცნიერებაში“. თიბისი უკვე მეორე წელია სტენფორდის უნივერსიტეტის ინიციატივით შექმნილ საერთაშორისო საზოგადოებას &...