1 7 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისის ბიზნეს აპი ბიზნესების საქმიანობის გასამარტივებლად

თიბისი ბიზნესებს სპეციალურად მათზე მორგებულ მობაილბანკის აპლიკაციას -  ბიზნეს აპს  სთავაზობს, რომელიც ბიზნესების მხარდასაჭერად, მათი საჭიროებების გათვალისწინებით შეიქმნა.

გთავაზობთ თიბისის ბიზნეს აპის რამდენიმე ფუნქციონალს, რომელიც ყოველდღიურ საქმიანობას ამარტივებს:

·         ავტომატური გადარიცხვები

ავტომატური გადარიცხვების ფუნქციონალი იმ ყოველკვირეულ და ყოველთვიურ გადარიცხვებს მოიცავს, რომლებიც მომხმარებლის მიერ არჩეულ კვირის კონკრეტულ დღეს ან თვის რომელიმე რიცხვში ავტომატურად შესრულდება. ავტომატური გადარიცხვის შექმნა შესაძლებელია, როგორც შიდა, ასევე სხვასთან გადარიცხვის შემთხვევაში, ეროვნულ ვალუტაში.

·         SWIFT გადარიცხვა

მომხმარებლის ყოველდღიურობის გასამარტივებლად, თიბისის ბიზნეს აპს კიდევ ერთი ფუნქციონალი - Swift გადარიცხვა დაემატა. ამ გზით გადარიცხვა  ადგილობრივ და უცხოურ ვალუტაში, ნებისმიერ ბანკში, მათ შორის საზღვარგარეთ, დისტანციურად არის შესაძლებელი.

·         ყოველდღიური ანალიტიკა

ბიზნეს აპის კიდევ ერთი ფუნქციონალი - ბიზნეს ანალიტიკა მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, ყოველთვიური ან ყოველდღიური ხარჯები და შემოსავალი უკეთ გააკონტროლოს და სწორი ფინანსური ანალიზის გაკეთოს. მომხმარებლები, რომლებიც თიბისის პოს-ტერმინლით ან ელექტორნული კომერციით სარგებლობენ, შესაძლებლობა აქვთ, გაიგონ თავიანთი მომხმარებლის ქცევა და გააკეთონ ისეთი მნიშვნელოვანი დაკვირვებები, როგორებიცაა: კვირის რომელ დღეს არის უფრო მეტი გაყიდვები, დღის რომელ მონაკვეთში არის ყველაზე დიდი ბრუნვა, როგორ მოქმედებს ფასდაკლებები გაყიდვებზე, ჰყავს თუ არა მათ კომპანიას ლოიალური მომხმარებლები და სხვა.

·         IBAN სკანერი

IBAN სკანერის ფუნქციონალი ბიზნეს აპში გადარიცხვის პროცესს კიდევ უფრო ამარტივებს. ანგარიშის ნომრის ხელით შეყვანა აღარაა საჭირო. გადარიცხვის შესასრულებლად, მობილურის კამერის  IBAN  ნომრის ამოცნობისთვის  დამიზნებაა საკმარისი. ამასთანავე,   ბიზნეს აპში ანგარიშის ნომრის "წაკითხვა" უკვე გადაღებული ფოტოს ატვირთვითაცაა შესაძლებელი.

თიბისის ბიზნეს აპი მუდმივად ვითარდება და იხვეწება და ის მომხმარებელს კიდევ არაერთ ტექნოლოგიურ სიახლეს შესთავაზებს.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...