1 7 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ექსპორტზე კიდევ ერთი ადგილობრივი კომპანია გავიდა

საქართველოს ბანკი აგრო მიმართულებით ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით ჩხოროწყუს რაიონში, სოფელ ზუმში, 10 ჰა. ფართობზე მოცვის ბაღები გაშენდა. ბანკის მიერ გაცემული 175 000 ლარის მოცულობის ინვესტიცია საჭირო ტექნიკისა და ინვენტარის შეძენას, სამაცივრე მეურნეობის მოწყობასა და მოცვის ბაღების გაშენებას მოხმარდა. პროდუქციის რეალიზაცია ევროპის ბაზარზე ხორციელდება.

საქმიანობაში სეზონურად 25-30 ადამიანია ჩართული. რეალიზაციის მოცულობა კი 210 000 ლარს უტოლდება.

„პარტნიორობის ფარგლებში მოგვეცა შესაძლებლობა, ორჯერ გაგვეფართოვებინა ბაღების მასშტაბი და გაგვეუმჯობესებინა ტექნიკური ბაზა. ასევე, შევძელით სამაცივრე მეურნეობის მოწყობა, რაც პროდუქციას გაფუჭებისგან აზღვევს. სამომავლოდ, ვგეგმავთ კიდევ მეტად გავაფართოვოთ მოცვის ბაღები“, - აცხადებს მეურნეობის ხელმძღვანელი, გია ლემონჯავა.

„აგროსექტორის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს  პროექტებისა და ინიციატივების ხელშეწყობას. მოხარული ვართ, რომ ჩვენი მხარდაჭერით კიდევ ერთმა ადგილობრივმა ბიზნესმა შეძლო საკუთარი მეურნეობის გაფართოვება და პროდუქციის ექსპორტზე გატანა. აგრო მიმართულებით მრავალფეროვანი საბანკო პროდუქტების შეთავაზებით, ჩვენი მიზანია მეტად გავუმარტივოთ მომხმარებელს საჭირო ფინანსურ რესურსზე წვდომა, მეურნეობის განვითარება და საექსპორტო ბაზრის შესაბამისი ხარისხის პროდუქციის წარმოება. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ და გავაგრძელებთ აღნიშნული მიმართულებით ბიზნესის მხარდაჭერას“, - აცხადებს საქართველოს ბანკის აგრო ბიზნესის საბანკო მომსახურების ხელმძღვანელი, ალექსანდრე მელქაძე.

ვრცლად, საქართველოს ბანკი აგრო პროდუქტების შესახებ აღნიშნულ ბმულზე გაეცნობით: https://bit.ly/3Lvt3ag   

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...