1 7 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქედაში საოჯახო სასტუმროს რეაბილიტაცია განხორციელდა

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერი ინიციატივების ხელშეწყობას აქტიურად აგრძელებს. ბანკთან პარტნიორობით ამჯერად ქედის რაიონ სოფელ გობრონეთში საოჯახო სასტუმროს რეაბილიტაცია განხორციელდა.

აღსანიშნავია, რომ ბიზნესი 2007 წლიდან ოპერირებს ქედაში. სწორედ მაშინ მიიღო საოჯახო სასტუმრომ პირველი ტურისტიც.

„უკვე 15 წელია, წარმატებით გრძელდება ჩვენი და საქართველოს ბანკის პარტნიორობა. მათი მხარდაჭერით, ბანკის მიერ გამოყოფილი ინვესტიციით სასტუმროს რეაბილიტაცია განვახორციელეთ.  2022 წლის ბოლომდე კი, ვგეგმავთ ბიზნესი მეტად გავაფართოვოთ - გავხსნათ ეთნოგრაფიული მუზეუმი და აჭარული ეთნო ეზო, სადაც სტუმრებს და დამსვენებლებს ექნებათ შესაძლებლობა, გაეცნონ სოფლისა და რეგიონის განვითარებისა და ჩვენი წინაპრების განვლილი ცხოვრების ისტორიას“, - აცხადებს საოჯახო სასტუმროს დამფუძნებელი, ზებურ ბოლქვაძე.

„მოხარული ვართ, რომ წლების მანძილზე გვეძლევა შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ მორიგ ადგილობრივ პროექტს და წვლილი შევიტანოთ ბიზნესის განვითარებაში.  საოჯახო სასტუმრო წლის მანძილზე 500-ზე მეტ სტუმარს იღებს და ბიზნესი აქტიურად აგრძელებს განვითარებას. საქართველოს ბანკის მიზანია, ქვეყნის მასშტაბით მეტი მსგავსი ინიციატივის განხორციელებას შეუწყოს ხელი, რათა მეტად გაძლიერდეს რეგიონის ეკონომიკა“, - აცხადებს საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი, ზურაბ მასურაშვილი.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...