1 7 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

მარტში ნავთობისა და იმპორტის სხვა კატეგორიების ფასების ზრდასთან ერთად, მოლოდინების შესაბამისად, ექსპორტის ფასებიც გაიზარდა. მართალია უკრაინასა (წ/წ -93.1%) და რუსეთში (წ/წ -55.8%) ექსპორტი მკვეთრად შემცირდა, თუმცა სხვა ქვეყნების ხარჯზე მაინც მაღალი - აშშ დოლარში 26.3%-იანი მატება დაფიქსირდა. როგორც პროგნოზირებული იყო, საექსპორტო ბაზრების მიმართ მგრძნობიარე პროდუქციის გატანამ იკლო, სასაქონლო პროდუქტების შემთხვევაში კი, სადაც მოთხოვნა უფრო საერთაშორისო ფასებით განისაზღვრება, მნიშვნელოვანი მდგრადობა დაფიქსირდა. მარტის ექსპორტის, იმპორტის, ტურიზმისა და გზავნილების ბალანსის შეფასება თიბისი კაპიტალის წინა განახლებაშია ხელმისაწვდომი.

 

ბუნებრივია, ინფლაცია მწარმოებელთა ფასების ინდექსშიც აისახა, რომელიც წინა წელთან შედარებით, 19.3%-ით გაიზარდა. თიბისი კაპიტალის ბოლო პროგნოზით გათვალისწინებული მაღალი, თუმცა წლის ბოლოს სამომხმარებლო ფასების მატების ერთნიშნა პროგნოზი, კვლავ ნავთობის ფასის დღევანდელთან შედარებით უფრო დაბალ დონეს ითვალისწინებს.

 

წინა კვირაში მარტის დაკრედიტების მაჩვენებლებიც გახდა ხელმისაწვდომი. მაშინ, როდესაც წლიური ზრდა 18.0%-ით განისაზღვრა, მარტში წინა თვესთან შედარებით, შენელების გარკვეული  ნიშნები გამოკვეთა. იმისათვის, რომ 2022 წელს სესხების ზრდამ თიბისი კაპიტალის ბოლო პროგნოზით გათვალისწინებულ 17.0%-ს მიაღწიოს, მომდევნო თვეებში დაკრედიტების ტემპი უნდა აჩქარდეს. ამავდროულად, ტურიზმისა და გზავნილების უახლესი დინამიკა შედარებით უფრო უკეთესია, ვიდრე ამას ეკონომიკის 5.5%-იანი ზრდის თიბისი კაპიტალის სცენარი ითვალისწინებს.

 

თიბისის მთავარი ეკონომისტის 26 აპრილის ყოველკვირეულ განახლებას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...