1 7 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი ახალი თაობისთვის

თიბისი თავისი არსებობის მეოთხე ათწლეულს მომავალ თაობას მიუძღვნის.

უკვე 30 წელია, რაც თიბისი ახალი თაობის მხარდამჭერია სხვადასხვა მიმართულებით. ამ სამი ათწლეულის განმავლობაში კომპანიამ მრავალი ინიციატივა, პროექტი და კამპანია  განახორციელა ახალი თაობის გასაძლიერებლად და განსავითარებლად, შეუქმნა წვდომა ფინანსურ სერვისებზე და შესთავაზა ტექნოლოგიური და ინოვაციური გადაწყვეტები.

 

„თიბისი ახალი თაობისთვის“   გააერთიანებს  და მხარს დაუჭერს ათეულობით პროექტს და  ინიციატივას, რომლებიც ახალგაზრდების  მხარდაჭერას ემსახურება. ახალგაზრდები იგრძნობენ თიბისის გვერდში დგომას ისეთ სფეროებში, როგორიცაა განათლება (სტიპენდიატების პროგრამა, თიბისის აკადემიები) ტექნოლოგიები და ინოვაციები (IT აკადემია), ახალი ბიზნესის წამოწყება და  ხელშეწყობა (სტარტაპერი, ბიზნესდაჯილდოება) ლიტერატურა (საბა), კულტურა და  ხელოვნება (მუზეუმების პარტნიორი), სპორტი (ურბანული სპორტი, რაგბი), ქველმოქმედება, მენტალური კეთილდღეობა და სხვა. თიბისის სოციალური პასუხისმგებლობების და ESG პროექტები თანაბრად შეეხება როგორც სკოლის მოსწავლეებს, ისე სტუდენტებს და ორიენტირებული იქნება რეგიონებზეც, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველას ექნება ჩართვის შესაძლებლობა.

 

„მომავალი თაობის მხარდაჭერა და გაძლიერება თიბისის დაპირებაა მომდევნო ათლწეულის განმავლობაში. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ახალ თაობას გავუმარტივოთ დასახული მიზნების მიღწევის გზა, მეტი შესაძლებლობა შევუქმნათ და მოტივაცია მივცეთ, რომ აღმოაჩინონ თავიანთი ინტერესები,  რეალობად აქციონ ინოვაციური იდეები და მიაღწიონ მწვერვალებს თავიანთი ინტერესების სფეროში. ჩვენი დიდი სურვილია, ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებს ჩამოყალიბდნენ წარმატებულ, შემდგარ და დამოუკიდებელ ინდივიდებად, რომლებმაც იციან რა სურთ და როგორ მიაღწიონ დასახულ მიზნებს“ - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი

 

თიბისი ყოველთვის იქ არის, სადაც მისი მომხმარებელია. აქ, ახლა სწორედ ის დროა, როცა ჩვენი ყურადღების ცენტრში ჩვენი ახალგაზრდა მომხმარებლები და მათი საჭიროებებია. თიბისის გუნდი ერთიანდება ახალი თაობის გასაძლიერებლად, მათი ცხოვრების გასამარტივებლად, სტიმულის მისაცემად და მეტი შესაძლებლობების შესაქმნელად. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...