1 7 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკი და Globalize ქართული სტარტაპებისა და ექსპორტიორებისთვის სილიკონ ველიზე

საქართველოს ბანკი პარტნიორებთან ერთად სტარტაპების მხარდაჭერას და მათი მასშტაბირების ხელშეწყობას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკი ბიზნეს-საკონსულტაციო ორგანიზაცია Globalize-თან ერთად, ქართული სტარტაპების მხარდამჭერი, ახალი და საინტერესო ინიციატივების განხორციელებას გეგმავს.

 

15 აპრილს, Globalize-ის ინიციატივით, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კალიფორნიაში, სილიკონ ველიზე პირველი კონფერენცია გაიმართება. Globalize Silicon Valley Conference ამერიკაში მცხოვრებ წარმატებულ ქართველებს, ტექნოლოგიებში მოღვაწე პროფესიონალებს, ინვესტორებს, სტარტაპებსა და მოწვეულ სპიკერებს გააერთიანებს.

 

ღონისძიების ფარგლებში, სტარტაპებს შესაძლებლობა ექნებათ თავიანთი კომპანიები ფართო აუდიტორიასა და ინვესტორებს ფიჩინგის, B2B შეხვედრების თუ ნეთვორქინგ ივენთების მეშვეობით გააცნონ. კონფერენციაზე 20-მდე სპიკერი იქნება წარმოდგენილი. პანელურ დისკუსიებში კი, ისეთი მსხვილი ტექნოლოგიური კომპანიების ქართველი წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას, როგორიცაა: Google, Meta, Cisco და სხვა.

 

„მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, მხარი დავუჭიროთ სტარტაპებსა და ექსპორტიორებს, რათა განვითარდნენ, მასშტაბირდნენ და გაიხსნან ახალი გზა გლობალური შესაძლებლობებისკენ. Globalize Silicon Valley-ის კონფერენციის მიზანია, გააერთიანოს წარმატებული ამერიკელი პროფესიონალები საქართველოდან, რომლებსაც მრავალფეროვანი და განსხვავებული გამოცდილება აქვთ, ერთმანეთთან დააკავშიროს ინვესტორები, ქართველი სტარტაპები, გამოცდილი სპიკერები, რათა განიხილონ ინვესტიციების მიმდინარე ტენდენციები, დღეს არსებული გამოწვევები, მუდმივადგანვითარებადი ტექნოლოგიური ეკოსისტემები. აღნიშნული კონფერენცია  ქართველი სტარტაპებისთვის უზრუნველყოფს უნიკალურ პლატფორმას ახალი კონტაქტების დასამყარებლად, საუკეთესო პრაქტიკისა და  ინოვაციური იდეების გასაზიარებლად. ჩვენ ამით არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ქართული კომპანიების საერთაშორისო ბაზარზე დამკვიდრების აქტიურ ხელშეწყობას“,- განაცხადა საქართველოს ბანკის მარკეტინგის მიმართულების ხელმძღვანელმა, ლევან გომშიაშვილმა.

 

„Globalize Silicon Valley-ის მიზანია, ხელი შეუწყოს საჭირო კავშირების დამყარებას სტარტაპებსა და ამერიკაში მცხოვრებ ქართველებს შორის, რათა სამომავლოდ, მოხდეს მათ შორის ცოდნისა და გამოცდილების, ინოვაციური იდეებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება, სტარტაპებში ინვესტირება და მხარდაჭერა, ამერიკის ბაზრის ათვისების კუთხით.  კონფერენცია იქნება ძალიან კარგი შესაძლებლობა სტარტაპებისთვის, მოისმინონ რჩევები უკვე წარმატებული ბიზნესმენებისგან, მაღალი რგოლის აღმასრულებლებისგან და ინვესტორებისგან.  ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად, მეტი მსგავსი შესაძლებლობა შევთავაზოთ მომავალში ქართულ სტარტაპებს“, - აცხადებს Globalize-ის დამფუძნებელი სალომე კუკავა.

 

ინფორმაციისთის, Globalize ბიზნეს-საკონსულტაციო ორგანიზაციაა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ქართული სტარტაპების საერთაშორისო ბაზარზე გაფართოებას, ინოვაციური, სანდო და შედეგზე ორიენტირებული სერვისების უზრუნველყოფით. კომპანია ქმნის საკონსულტაციო ჯგუფებს საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი პროფესიონალებისგან, რომლებიც თავიანთი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით, დაეხმარებიან ქართულ სტარტაპებსა და ექსპორტიორებს ადაპტაციაში და ხელს შეუწყობენ მათ ლოკალურ ინვესტორებთან, მეწარმეებთან თუ პარტნიორებთან დაკავშირებას. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის, კომპანიას უკვე ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობითი ჯგუფები 12-მდე ქვეყანაში, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდი ბრიტანეთისა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...