1 7 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკისა და მონოლით ჯგუფის ურთიერთთანამშრომლობით „Monolith Green City” შენდება

საქართველოს ბანკისა და „მონოლით ჯგუფის“ 8 წლიანი პარტნიორობა წარმატებით გრძელდება. მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. პარტნიორობის საფუძველზე, 17 მლნ. დოლარის მოცულობის ინვესტიციით „მონოლით ჯგუფის“ მორიგი პროექტი - „Monolith Green City” ხორციელდება.

 

ახალი კომპლექსი ქალაქის ხმაურისგან მოშორებით, თბილისის ძველ უბანში, ორთაჭალაში,  შენდება. „Monolith Green City” 23 საცხოვრებელ კორპუსს,  ვრცელ რეკრეაციულ ზონებს, საბავშვო ბაღს, სკოლას, კომერციულ ობიექტებს, სპორტულ მოედნებს, საცურაო აუზს, სასეირნო, სარბენ და ველო ბილიკებს გააერთიანებს. პროექტის ჯამური ფართობი 12 ჰა-ს აღემატება.

 

აღსანიშნავია, რომ „Monolith Green City” -ის მშენებლობისას მხოლოდ მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალები და ენერგოეფექტური ტექნოლოგიები გამოიყენება, რაც 40%-მდე დაზოგავს კომუნალურ გადასახადებს.

 

„Monolith Green City” თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსია, სადაც სიმწვანე, სუფთა ჰაერი და მშვიდი გარემო მობინადრეებს  შესაძლებლობას მისცემს, იცხოვრონ ქალაქის გულში, ეკოლოგიურად სუფთა და მწვანე გარემოში. მონოლით ჯგუფის მიზანია ქართულ სამშენებლო ბაზარზე დაამკვიდროს მშენებლობის მაღალი სტანდარტი, ყოველთვის დააკმაყოფილოს მომხმარებლის სურვილები და უპასუხოს ახალ გამოწვევებს. მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკთან პარტნიორობით შესაძლებლობა გვეძლევა სისრულეში მოვიყვანოთ ჩვენი ჩანაფიქრები და მაცხოვრებლებს  კომფორტული და მშვიდი გარემო შევთავაზოთ“, - აცხადებს „მონოლით ჯგუფის“ წარმომადგენელი, ნუკი პაიჭაძე.

 

“მონოლით ჯგუფისა“ და საქართველოს ბანკის პარტნიორობით, წლების მანძილზე არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა, მათ შორის: მონოლით სითი, მონოლითი ორთაჭალა, სასტუმრო „ბიოგრაფი“ და სხვა. ჯგუფის მიმდინარე პროექტი განსაკუთრებულია, რადგან კომპლექსი მხოლოდ 2,5 კილომეტრითაა დაშორებული ისეთი ადგილებიდან, როგორიცაა ბოტანიკური ბაღი, აბანოთ უბანი, ნარიყალას ციხე, მეტეხის ხიდი, რიყის მოედანი და სხვა. ულამაზესი პანორამული ხედებითა და დენდროლოგიური ბაღებით გარშემორტყმული კომპლექსი დარწმუნებული ვართ, მობინადრეებს მაქსიმალური კომფორტითა და სიმშვიდით უზრუნველყოფს. გვინდა,  სამომავლო საქმიანობაში ჯგუფს წარმატება ვუსურვოთ.  ჩვენ კი კვლავ აქტიურად ვაგრძელებთ დეველოპერული და სამშენებლო ბიზნესის მხარდაჭერას “, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების სექტორის ხელმძღვანელმა, ერეკლე ვაშაყმაძემ.

 

ინფორმაციისთვის, „მონოლით ჯგუფი“ სამშენებლო სფეროში 2013 წლიდან ოპერირებს. ქართულ სამშენებლო ბაზარზე კომპანიამ შეძლო თავი დაემკვიდრებინა, როგორც სანდო და მომხმარებლის მოთხოვნებზე მორგებულმა სამშენებლო კომპანიამ. „მონოლით ჯგუფი“ სამშენებლო, სარეკონსტრუქციო, სარესტავრაციო და სარემონტო სამუშაოების სრულ პაკეტს უზრუნველყოფს. კომპანია პროფესიონალთა გუნდს აერთიანებს. მათი ხელმძღვანელობითა და თანამონაწილეობით აშენებული და აღდგენილია არაერთი მრავალფუნქციური კომპლექსი, საცხოვრებელი სახლი, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, და სხვა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...