1 7 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

SOLO Talk-ის ფარგლებში საინტერესო სპიკერებთან შეხვედრები გრძელდება

SOLO-მომხმარებლებისთვის საინტერესო სპიკერებთან შეხვედრების ფორმატი SOLO Talk-ის ფარგლებში კვლავაც გრძელდება. აპრილში უკვე დაგეგმილია სამი შეხვედრა ისეთ სპიკერებთან, როგორიცაა ლევან ბერძენიშვილი, ანდრო დგებუაძე და თინათინ რუხაძე.

 

7 აპრილს ფილოლოგი, ანტიკური ლიტერატურის პროფესორი, ლევან ბერძენიშვილი ჭავჭავაძის SOLO Lounge-ში ისაუბრებს ლიტერატურის ფუნქციაზე დღეს და შეეხება ისეთ საკითხებს როგორიცაა: რა არის მხატვრული ლიტერატურა; რას ნიშნავს თანამედროვე ლიტერატურა; ემპათია, როგორც ლიტერატურის პროდუქტი და ლიტერატურა, როგორც ანტიდეპრესანტი. მეტი დეტალი შეხვედრის შესახებ  ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3DrQoGO

 

14 აპრილს კი თემაზე- “მეთვრამეტე სპილო და მენეჯმენტი” ბიზნესკონსულტანტი,
ანდრო დგებუაძე ისაუბრებს. ის ინდური ზღაპარის „მეთვრამეტე სპილოს“ მაგალითზე განიხილავს წესის და თავისუფლების დაპირისპირების თემას, რაც პირდაპირ კავშირშია როგორც პიროვნულ მოტივაციასთან, ისე ხარისხის მართვასთან. მეტი დეტალის ნახვა ანდრო დგებუაძის SOLO Talk-ის შესახებ შეგიძლიათ ბმულზე:   https://bit.ly/3qPhxOF

 

ორგანიზაციული ტრანსფორმაციის მოდელზე კი 28 აპრილს საკონსულტაციო კომპანია ACT-ის თანადამფუძნებელი თინათინ რუხაძე ისაუბრებს. თინათინი განიხილავს ორგანიზაციის განვითარების შეფერხების სიმპტომებს, რომელიც ტრანსფორმაციის საჭიროების აუცილებელი ნიშანია. ეს საკითხებია:

·         განვითარების შეფერხების ნებისმიერი სიმპტომი − ზრდის ტემპის შენელება / კომპანიის შემცირება, მომგებიანობის კლება, ღირებული კადრების გადინება;

·          პროდუქტების განვითარებასა და ინოვაციების დანერგვასთან დაკავშირებული „გადაუჭრელი“ პრობლემები; 

·         ლიდერშიფის მიერ სტაგნაციის, „წრეზე სიარულის“ ან უკუსვლის შეგრძნება − ახალი ტრანსფორმაციის საჭიროების უტყუარი ნიშანი. 

მეტი დეტალის სანახავად შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს“:  https://bit.ly/3wQFEAw

 

SOLO Talk –ზე დასწრების მსურველმა SOLO-მომხმარებლებმა რეგისტრაციისთვის შეგიძლიათ მოგვწეროთ მეილზე − [email protected] ან მიმართოთ თქვენს SOLO ბანკირს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...