1 9 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისის სტარტაპერი - 5 წელი სტარტაპების მხარდასაჭერად

წელს თიბისის პროგრამა სტარტაპერს, რომელიც 2017 წელს ახალი ბიზნესების და იდეების მხარდასაჭერად შეიქმნა, 5 წელი შეუსრულდა. თიბისისთვის ბიზნესის მხარდაჭერა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია. პროგრამა სტარტაპერის მიზანიც ქვეყანაში სტარტაპების მხარდაჭერა და ბიზნესის დაწყების პოპულარიზაციაა.

დაარსებიდან დღემდე სტარტაპერის ფარგლებში არაერთი პროექტი განხორციელდა, მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი - თიბისიმ პირველად საქართველოში, დამწყები ბიზნესების, სტარტაპების დაფინანსება დაიწყო. ამ დრომდე სტარტაპერებზე სესხის სახით გაცემულია 315 მილიონ ლარზე მეტი.

იდეის ბიზნესად ქცევაში პროგრამა სტარტაპერი ადამიანებს ოთხი მიმართულებით სთავაზობს მხარდაჭერას: საბანკო პროდუქტები, სტარტაპ განათლება, სტარტაპ შეთავაზება და მედია მხარდაჭერა.   5 წლის განმავლობაში უკვე 55 000-ზე მეტმა დამწყებმა ბიზნესმა ისარგებლა სხვადასხვა მხარდაჭერით.

სტარტაპერი გამოირჩევა არაერთი საკუთარი პროექტით და სხვა კომპანიებთან კოლაბორაციით. საკუთარ პროექტებს შორისაა, ტექნოლოგიური ბიზნესების მხარდაჭერა - აპლიკაციების კონკურსი, რომელიც წელს უკვე მეოთხედ ჩატარდება და სტარტაპ დეკრეტი, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არა აქვს. სტარტაპ დეკრეტი თიბისელებისთვის შეიქმნა, ამით თიბისი თავის თანამშრომლებში ბიზნესის წამოწყების ინიციატივებს ახალისებს.

კოლაბორაციების ფარგლებში კი გამორჩეულია ქუჩის ბაზრობების მხარდაჭერა, რომლითაც  ახალი ბიზნესებს ეძლევათ შესაძლებლობა ონლაინ სივრციდან ფიზიკურ სივრცეში გადმოინაცვლონ  და მომხმარებელთან ჰქონდეთ პირდაპირი კავშირი. 2019 წლიდან 300-მდე ბიზნესმა წარადგინა თავისი პროდუქცია ქუჩის ბაზრობებზე.

სტარტაპერისა და Impact Hub Tbilisi-ს პარტნიორობით ტარდება საქართველოში Social Impact Award-ი და სტარტაპ პრე-აქსელერატორის პროგრამა, რომლებიც სტუდენტებსა და მოსწავლეებში ბიზნეს იდეების ინიცირებას უწყობენ ხელს.

2017 წლიდან თიბისის პროექტს „ბიზნესდაჯილდოება“ სტარტაპერის ნომინაცია დაემატა, ამ გზით თიბისი ცდილობს გამორჩეული წამოწყებები და იდეები დააჯოლდოვოს. 2019 წელს პროექტს შემოუერთა გავლენიანი გამოცემა Forbes Georgia, რომელიც სტარტაპერის ნომინაციის სპონსორი გახდა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...