1 9 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, სართიჭალაში „სართიჭალა ვაინიარდ მენეჯმენტის“ სამაცივრო მეურნეობა გაიხსნა

თიბისის მხარდაჭერით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში, „სართიჭალა ვაინიარდ მენეჯმენტის“ სამაცივრო მეურნეობა გაიხსნა. მეურნეობის მოწყობა ჯამში 3,8 მილიონი ლარი დაჯდა, საიდანაც თიბისის თანამონაწილეობა, შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში, 3 მილიონი ლარია. მეურნეობაში, ამ დროისთვის, მუდმივად - 20, სეზონურად კი რამდენიმე ათეული ადგილობრივია დასაქმებული. უახლოეს მომავალში დასაქმებულების რაოდენობის ზრდაა დაგეგმილი.

 

სამაცივრო მეურნეობა თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი. ინფრასტრუქტურა ერთდროულად 1000 ტონა პროდუქციის შენახვის შესაძლებლობას იძლევა.

 

შპს „სართიჭალა ვაინიარდ მენეჯმენტი“ გაერთიანებულია აგროჰოლდინგში, სადაც ჯამში 60 ადამიანია დასაქმებული.

 

ჰოლდინგში შემავალი კომპანიების საკუთრებაში არსებულ 30 ჰექტარზე, სახელმწიფო პროგრამის - „დანერგე მომავალი“ მხარდაჭერით, იტალიური ჯიშის 4 სახეობის სუფრის ყურძენია გაშენებული. ვენახებიდან, 2022 წლისთვის, 400 ტონამდე მოსავალს ელოდებიან. აგროჰოლდინგი, USAID-ის ხელშეწყობით, სუფრის ყურძნის მოყვანისა და მისი შენახვის პირობების შესახებ რეკომენდაციებს იტალიელი სპეციალისტებისგან იღებს.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...