1 9 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისის ციფრული ბანკის ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურობას გვიმარტივებს

თიბისის ციფრულ ბანკს მუდმივად ემატება ახალი ფუნქციონალები, პროდუქტები და სერვისები, რომლებიც მნიშვნელოვნად ზოგავს მომხმარებლის დროს.

ციფრული ბანკის 5 ფუნქციონალი, რომელიც ცხოვრებას გვიმარტივებს:

·         ვალუტის კურსი და კონვერტაცია

თიბისის ციფრულ ბანკში  კონვერტაცია ბანკის სტანდარტულ კურსზე უკეთესი პირობებით,  ვალუტის გადამცვლელ პუნქტებთან მიახლოებული კურსითაა შესაძლებელი. გადარიცხვის პროცესის გასამარტივებლად, კონვერტაცია მარტივად, გადარიცხვის ველშივეა შესაძლებელი.

·         მობილურის ბალანსის შევსება

ციფრულ ბანკში მობილურის ბალანსის შევსება კიდევ უფრო გამარტივდა. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, მისთვის სასურველი პროვაიდერი მიუთითოს და არსებული შაბლონებიდან მარტივად შეავსოს ბალანსი, ჩარიცხოს თანხა ინტერნეტ პაკეტებისთვის და ა.შ.

 

·         კომუნალურების დაჯგუფება

მომხმარებლის ცხოვრების გასამარტივებლად, თიბისის მობაილბანკს კომუნალური გადასახადების დაჯგუფების ფუნქციონალიც აქვს, რაც არსებული ან ახალი  კომუნალური გადასახადების შაბლონების დაჯგუფების და მათი სასურველი ტიპის ჯგუფში გაერთიანების შესაძლებლობას იძლევა.  ასე, გადახდა ერთ ღილაკზე თითის დაჭერითაა შესაძლებელი, რაც მომხმარებელს ტრანზაქციის შესრულებას კიდევ უფრო უმარტივებს და ზოგავს მის დროს.

 

·         დამხმარე ღილაკები

თიბისის ციფრულ ბანკში საბანკო ბარათებზე პინკოდის შეცვლა, ბარათის დაბლოკვა, შიდა გადარიცხვა, ასევე რეკვიზიტების და ამონაწერის მიღების პროცესი კიდევ უფრო გამარტივდა. ცოტა ხნის წინ, ციფრულ ბანკს ბარათების ველში სპეციალური შაბლონები დაემატა, რომლებზე დაწკაპუნებითაც აღნიშნულ მომსახურებას მომხმარებელი კიდევ უფრო სწრაფად და მარტივად მიიღებს.

 

·         ციფრული ბარათი

ციფრული ბარათი ფიზიკური ბარათის ციფრული ანალოგია და მისი მიღება  და გააქტიურება  მობაილბანკში მომენტალურადაა შესაძლებელი. ციფრული ბარათით მომხმარებელი ყველა იმ საბანკო ტრანზაქციას შეასრულებს, რომელსაც პლასტიკური ბარათის გამოყენებისას ახორციელებს.

 

სერვისების და პროდუქტების გაციფრულების პროცესი, რომელიც თიბისის, როგორც ტექნოლოგიური კომპანიის სტრატეგიის ნაწილია, მუდმივად გრძელდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...