1 9 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ლიტერატურული ბანაკი დაიწყო

საქართველოს ბანკი „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ პროექტის მხარდაჭერას განაგრძობს. პარტნიორობის ფარგლებში სპეციალური საჭიროების მქონე პირთა და უმაღლესი სასწავლებლების მოქმედი სტუდენტებისთვის ორგანიზებული ლიტერატურული ბანაკი დაიწყო. ბანაკის მონაწილეებისთვის ჩატარდება სალექციო კურსი ქართული ლიტერატურის, დრამატურგიის, ლიტერატურული ტექსტის ანალიზისა და კრიტიკის თემაზე.

ბანაკის ფარგლებში უკვე გაიმართა პირველი ლექციები. პროზაიკოსმა და ჟურნალისტმა, რუსუდან რუხაძემ წაიკითხა ლექცია სახელწოდებით „იცხოვრო, რომ მოჰყვე“, რომელშიც იდეების გენერირებისა და თხრობის, ასევე, ტექსტის აგების ტექნიკაზე ისაუბრა. ლიტერატურის კრიტიკოსმა, ნიკა აგლაძემ ბანაკის მონაწილეებს 21-ე საუკუნის პროზისა და პოეზიის კრიტიკაზე მოუთხრო.

მომდევნო დღეებში, დაგეგმილია დრამატურგ ქეთი დევდარიანის ლექცია დრამატურგიის თავისებურების შესახებ. მწერალი დათო ტურაშვილი კი, ბანაკის მონაწილეებს ლიტერატურაში ომის თემასა და პროტესტის მნიშვნელობაზე ესაუბრება.

ბანაკის ფარგლებში  კინოჩვენებები და დისკუსიები გაიმართება.

პროექტის მიზანი ქართული ლიტერატურის პოპულარიზაცია, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება და თანამედროვე სალიტერატურო პროცესში აქტიურად ჩართვის წახალისებაა. ასევე, ამ პროცესში სპეციალური საჭიროებების მქონე პირების ჩართვა და სამომავლო პროფესიული შესაძლებლობების აღმოჩენა.

პროექტის განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მონაწილეები შერჩეულია არასამთავრობო ორგანიზაცია „მაკ-ჯორჯიას“ მხარდაჭერით და USAID-ის დამოუკიდებელი ცხოვრების პროგრამის კონსულტაციების საფუძველზე.

პროექტს მასპინძლობს სასტუმრო „ბაკურიანი ინნ“.

ინფორმაციისთვის, UNESCO-ს პროექტი „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“, ერთ-ერთია იმ პროექტებს შორის, რომელიც საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტი მიზნად ისახავს წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციას, ხელს უწყობს წიგნის ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული ყველა სფეროს განვითარებას, თანამედროვე ავტორების, მთარგმნელების, ბიბლიოთეკების, გამომცემლების ხელშეწყობას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...