1 9 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

თიბისი კაპიტალმა მთავარი ეკონომისტისგან განახლება გამოაქვეყნა. თიბისი კაპიტალის გუნდი, პირველ რიგში, მწუხარებას გამოხატავს, განსაკუთრებით გაზრდილი მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის გამო.

 

პუბლიკაციის თანახმად, მიმდინარე მოლაპარაკებების ფონზე, საერთაშორისო ბაზრებზე ოპტიმიზმმა შედარებით მოიმატა. კერძოდ, თიბისი კაპიტალის მკვლევარების აზრით, მართალია კვირის ბოლოს გარკვეული გაუარესებით, თუმცა ოპტიმიზმი მიმდინარე სიტუაციაში 3 ყველაზე მნიშვნელოვან ინდიკატორზე აისახა: რუბლის კურსი და ნავთობისა და ოქროს ფასები. ასევე, რეგიონის სახელწიფო ობლიგაციებზე რისკის პრემია მნიშვნელოვნად შემცირდა.

 

ადგილობრივი მაჩვენებლების მხრივ, მიმდინარე რეალობის გათვალისწინებით, ასევე შედარებით პოზიტიური დინამიკა დაფიქსირდა. კერძოდ, ფულადი გზავნილების შემოდინება მარტში მნიშვნელოვან მდგრადობას ინარჩუნებს. მართალია, ჯერ სრული 2022 წლისათვის დასკვნების გაკეთება ადრეა, თუმცა თიბისი კაპიტალი აშშ დოლარში გამოხატული გზავნილების წინა წელთან შედარებით - მცირედით, მაგრამ მატებას მაინც არ გამორიცხავს. უფრო მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ მოლოდინების შესაბამისად, ტურიზმის აღდგენის ტემპმა თებერვლის ბოლოს და მარტში იკლო, ძირითადად რუსეთიდან და ბელორუსიდან ვიზიტორების ზრდა მნიშვნელოვანი დამაბალანსებელი ფაქტორია. თიბისი კაპიტალის არსებული შეფასებით, ამ გზით მიღებული გაწლიურებული შემოსავალი დაახლოებით 200 მილიონი დოლარი შეიძლება იყოს. ამ მხრივ, უძრავი ქონების ბაზარზე გაზრდილი აქტივობაც საყურადღებოა, თუმცა მთლიანობაში საპროგნოზო რაოდენობრივი შეფასება ჯერ კიდევ არაერთ დაშვებაზეა დამოკიდებული.

 

ძირითად მაკროეკონომიკურ პროგნოზებს რაც შეეხება, კვლავ მაღალი  გაურკვევლობის გათვალისწინებით, მოლოდინები უფრო სწრაფი, ვიდრე გადადებული გადაწყვეტის სცენართანაა ახლოს.

 

ასევე, წინა კვირისაგან განსხვავებით, თიბისი კაპიტალის მოსაზრებით, ლარის გამყარების ალბათობა გაუფასურებასთან შედარებით მეტია.


თიბისის მთავარი ეკონომისტის 21 მარტის ყოველკვირეულ განახლებას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...