1 9 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ელექტრო ავტომობილები Europcar Georgia-ს მომსახურებაში

Europcar Georgia პირველი ავტოგაქირავების კომპანიაა საქართველოში, რომელიც  მომხმარებელს  სატრანსპორტო მომსახურებას და საოპერაციო ლიზინგს ეკომეგობრული ტრანსპორტით სთავაზობს. კომპანიის ავტოპარკს სრულად ელექტრო ავტომობილები შეემატა.

ამ ნაბიჯით Europcar Intrenational-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში, იღებს პასუხისმგებლობას გაუფრთხილდეს გარემოს, ხელი შეუწყოს ელექტრო მანქანების პოპულარიზაციას, რაც თავის მხრივ გამონაბოლქვის შემცირებას უზრუნველყოფს.

ელექტრო მანქანების არჩევით, როგორც დღიური გაქირავების, ასევე კორპორაციული სერვისით სარგებლობის შემთხვევაში, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს თავადაც შეუერთდეს კომპანიის პრიორიტეტულ მიმართულებას და იზრუნოს გარემოზე.  

კომპანიაში აცხადებენ, რომ ეკოლოგიაზე ზრუნვასთან ერთად, Europcar Gerogia-ს ახალი შეთავაზებით სარგებლობის შემთხვევაში, მომხმარებელი მნიშვნელოვნად ზოგავს ფინანსებს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ საწვავზე მომუშავე მანქანებთან შედარებით, ელექტრო ავტომობილებს ნაკლებად სჭირდება ტექნიკური სერვისი.

"მთელ მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოს ბაზარზეც, ელექტრო ავტომობილები  სულ უფრო პოპულარული ხდება. ამ პროცესს ეკოლოგიაზე ზრუნვის გარდა,  საწვავზე ფასების ზრდამაც შეუწყო ხელი. ბაზარზე გაჩნდა ახალი მოთხოვნა, რასაც კონკრეტული შეთავაზებით ვუპასუხეთ და  სატრანსპორტო მომსახურებას და საოპერაციო ლიზინგს ელექტრო მანქანებიც დავამატეთ. მომხმარებელს უკვე შეუძლია ეკომეგობრული გადაწყვეტილება მიიღოს, - აირჩიოს ელექტრო ავტომობილი, რაც საბოლოოდ მათ თანხასთან ერთად, დროსაც დაუზოგავს“ – Europcar Georgia-ს დირექტორი სანდრო საყვარელიძე.

Europcar Georgia-ს მომსახურებით სარგებლობისათვის შეგიძლიათ სასურველი ავტომობილი კომპანიის ვებგვერდზე დაჯავშნოთ. შეთავაზებაშია, როგორც საწვავზე მომუშავე და ჰიბრიდი, ასევე სრულად ელექტრო ევტომობილები.

Europcar Georgia თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს სამ ძირითად სერვისს სთავაზობს: ავტომობილების დღიური გაქირავება, საოპერაციო ლიზინგი და სატრანსპორტო მომსახურება. ამჟამად “Europcar Georgia”-ს მფლობელობაში 300-მდე სხვადასხვა კლასის და ტიპის ავტომობილია, კომპანია 90-მდე ადამიანს ასაქმებს და 50-მდე პარტნიორ კომპანიასთან თანამშრომლობს. მიმდინარე წელს „Europcar Georgia“-ს მსოფლიოს 140 ქვეყანას შორის „Rising Star“-ის სტატუსი მიენიჭა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...