1 9 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს საბანკო სექტორი უკრაინის მხარდასაჭერად

საქართველოს საბანკო ასოციაციის სახელით, თბილისში უკრაინის საელჩოსთან და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან კოორდინაციით, უკრაინის მიმართულებით ჩვენი მეგობარი უკრაინლების დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა.

საქართველოს საბანკო სექტორი სოლიდარული და ერთიანია უკრაინელი ხალხის დასახმარებლად. ამ მიმართულებით სექტორმა არაერთი ნაბიჯი გადადგა და განაგრძობს ძალისხმევას:

·         ჰუმანიტარული მიზნებისთვის ქართულ ბანკებში შეიქმნა სპეციალური საქველმოქმედო ანგარიშები, რომლებშიც თავმოყრილი თანხა იგზავნება უკრაინაში შექმნილ საქველმოქმედო ანგარიშებზე და აგრეთვე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ანგარიშებზე.

·         უკრაინის  მიმართულებით საქველმოქმედო და ჰუმანიტარული მიზნებისთვის გადარიცხვების განხორციელება ზოგიერთ ბანკში უფასო გახდა და გადარიცხვის  საკომისიოს ბანკები დაფარავენ.

·         ასევე, ზოგიერთ ბანკში უფასოა საერთაშორისო ფულადი გზავნილები უკრაინის მოქალაქეებისთვის.

·         ბანკები ჩაერთნენ არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის (წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი და სხვა), სამთავრობო („აწარმოე საქართველოში“) და კერძო სექტორის ინიციატივებში და კოორდინირებულად უცხადებენ მხარდაჭერას უკრაინას.

·         საბანკო სექტორის ერთიანი ძალისხმევით, ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა უკრაინის მიმართულებით.    

·         ზოგიერთი ბანკის ბანკომატებში უკრაინული ბანკების ბარათებით სარგებლობისას თანხის განაღდებაზე მოიხსნა საკომისიო გადასახადი

სამომავლოდ დაგეგმილია არაერთი აქტივობა, რომელიც მიმართულია უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად.

საბანკო სექტორი სტაბილურად, ერთსულოვნად და კოორდინირებულად მუშაობს ეროვნულ ბანკთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, რათა მხარი  დაუჭიროს უკრაინას ჩვენი ქვეყნისა და მთელი რეგიონისთვის ამ რთულ პერიოდში.

საქართველოს საბანკო სექტორს აქვს საკმარისი ლიკვიდურობა და კაპიტალი, რათა სტაბილურად და მდგრადად განაგრძოს ოპერირებ

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...