1 9 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საგამომცემლო საკითხებზე უცხოელი გამომცემლების ლექციები გაიმართება

საქართველოს ბანკისა და „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ თანამშრომლობის ფარგლებში, 3-6 მარტს, სასტუმრო Moxy-ში საგამომცემლო საკითხებზე ლექციების სერია გაიმართება.

ღონისძიების ფარგლებში, უცხოელი გამომცემლები ადგილობრივ კოლეგებს თანამედროვე საგამომცემლო ტენდენციებსა და საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. შეხვედრები ისეთ თემებს შეეხება, როგორიცაა: საავტორო უფლებების ყიდვა, დაცვა და გაყიდვა; ავტორის განვითარება გრძელვადიან პერსპექტივაში და სხვ.

შეხვედრების სერიას PEN UK-ს, Granta-ს, Suhrkamp-ის, Scribe-ისა და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები გაუძღვებიან. ღონისძიება საქართველოში აშშ-ის საელჩოს, საერთაშორისო ლიტერატურული შოუქეისის კოლაბორაციული ფონდისა (International Literature Showcase Collaboration Fund) და საქართველოში გოეთეს ინსტიტუტის მხარდაჭერით ტარდება.

ლექციებზე დასწრების მსურველებმა, აღნიშნულ ბმულზე უნდა გაიარონ რეგისტრაცია: https://bit.ly/36zyMwe. თითოეულ მონაწილეს რამდენიმე ლექციის არჩევა შეუძლია, თუმცა უპირატესობა შესაბამისი პროფესიის აპლიკანტებს მიენიჭება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია განაცხადის ფორმაში, თემების პრიორიტეტის მიხედვით მონიშნვა.

ინფორმაციისთვის, „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ UNESCO-ს პროექტია, რომელიც საქართველოს ბანკის გენერალური პარტნიორობით და თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტი მიზნად ისახავს წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციას, ხელს უწყობს წიგნის ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული ყველა სფეროს განვითარებას, თანამედროვე ავტორების, მთარგმნელების, ბიბლიოთეკების, გამომცემლების ხელშეწყობას.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...