1 9 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისის ციფრული ბანკი მომხმარებელს თანხის გადარიცხვის გამარტივებულ შესაძლებლობას სთავაზობს

თიბისის ციფრულ ბანკში თანხის გადარიცხვა რამდენიმე მეთოდითაა შესაძლებელი, რაც მომხმარებლის კომფორტსა და საჭიროებებზეა მორგებული და ზოგავს მის დროს.

 

დისტანციური არხებით თანხის გადარიცხვა  ძალიან მარტივია და ამისათვის  მხოლოდ მიმღების პირადი, მობილურის ან ანგარიშის ნომრის ცოდნაა საჭირო. ტრანზაქციის შესრულებას კი, რამდენიმე წამი სჭირდება.

 

თანხის მობაილბანკიდან გადასარიცხად, მომხმარებელმა:

·         გადარიცხვების მენიუდან  მისთვის სასურველი გადარიცხვის მეთოდი უნდა აირჩიოს;

·         შეიყვანოს ადრესატის პირადი, მობილურის ან ანგარიშის ნომერი, ან შაბლონებიდან აირჩიოს სასურველი;

·         მიუთითოს სასურველი თანხა და ვალუტა და შეასრულოს გადარიცხვა.

 

მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, ცოტა ხნის წინ, თიბისის ციფრულ ბანკს თანხის გადარიცხვის კიდევ ერთი ფუნქციონალი დაემატა. უკვე შესაძლებელია სასურველი ანგარიშის ნომრის დასკანერება ან ფოტოს ატვირთვა, რაც  ანგარიშის ნომრის აკრეფვას და ხელით შეყვანა აღარ საჭიროებს და მნიშვნელოვნად ზოგავს მომხმარებლის დროს. ფუნქციონალით სარგებლობისთვის, გადარიცხვის მენიუში, მომხმარებელმა ზედა მარჯვენა კუთხეში QR-ის დასკანერების ღილაკს უნდა დააჭიროს, დაასკანეროს ანგარიშის ნომერი ან ატვირთოს ფოტო და მიჰყვეს გადარიცხვის სტანდარტულ საფეხურებს.

 

„თიბისის მისია ადამიანების ცხოვრების გამარტივებაა. სერვისების გაციფრულების და გაუმჯობესების მიმართულებით მუდმივად ვმუშაობთ და მომხმარებელს მათ საჭიროებებზე მორგებულ ტექნოლოგიურ სიახლეებს, ინოვაციურ პროდუქტებს და მომსახურებას ვთავაზობთ“,  - თეა კობახიძე, თიბისის ციფრული ბიზნესის განვითარების ლიგის ასოცირებული პარტნიორი.

 

მარტივი გადახდების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე:  მარტივი გადარიცხვები | TBC Mobile Banking (tbconline.ge)

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...