1 9 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„Z x სტარტაპერი“ - თიბისი სტარტაპერების ახალი თაობის მხარდასაჭერად

„Z x სტარტაპერი“  -  ასე ჰქვია ინიციატივების ერთობლიობას, რომელსაც თიბისი სპეციალურად ახალი თაობის ანტრეპრენერებისთვის, პროგრამა სტარტაპერის ფარგლებში ახორციელებს. „Z x სტარტაპერი“  Z თაობის სტარტაპერებისთვის ბიზნესის წამოწყების და განვითარების გამარტივებას და მათი საჭირო ცოდნითა და გამოცდილებით უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.

 

„ახალი თაობის მხარდაჭერა და გაძლიერება თიბისის სტრატეგიის მნიშვენლოვანი ნაწილია. გვინდა,  ქვეყანაში უმცროსი თაობის ანტრეპრენერებს ბიზნესის წამოწყების და განვითარების შესაძლებლობა გავუმარტივოთ და შევქმნათ ახალი თაობის სტარტაპერების ეკოსისტემა. ჩვენი მიზანია,  ახალგაზრდებში ანტრეპრენერული სულისკვეთება წავახალისოთ  და მათ სტიმული მივცეთ, საკუთარ თავზე აიღონ პასუხისმგებლობა, მასშტაბურად იაზროვნონ, შეცდომებზე ისწავლონ. საბოლოოდ, კი  წარმატებული ბიზნესები აშენონ და შექმნან ხარისხიანი პროდუქტი თუ მომსახურება“, - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

 

ინიციატივები, რომლებსაც თიბისი სტარტაპერების ახალი თაობის მხარდასაჭრად ახორციელებს:

 

·         სტარტაპ განათლება - სხვადასხვა დარგის სპეციალისტების ონლაინ კურსები, რომლებიც დამწყებ სტარტაპებს მნიშვნელოვან და სასარგებლო ცოდნას და რჩევებს უზიარებს;

 

·         გარე ბაზრობები - მთელი წლის განმავლობაში, სხვადასხვა ტიპის გარე ბაზრობებზე სტარტაპერებს შესაძლებლობა ეძლევათ, გაყიდონ თავიანთი პროდუქცია და გაიცნონ მომხმარებლები. გარე ბაზრობები ხელს უწყობს ერთი მხრივ, სტარტაპის განვითარებას, მეორე მხრივ კი  მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, აღმოაჩინოს მისთვის საინტერესო ახალი ქართული სტარტაპი;

 

·         “სტარტაპ მარათონი” - ალტე უნივერსიტეტის და თიბისის ერთობლივი პროექტი სკოლის მოსწავლეებისთვის (მე-10-მე-12 კლასელებისთვის), სადაც ახალგაზრდები საკუთარ სტარტაპ იდეებს მენტორებთან და ტრენერებთან ერთად დაამუშავებენ და იბრძოლებენ გამარჯვებისთვის. Z x Startuperi გამარჯვებულ გუნდს 5000 ლარიან პრიზს გადასცემს;

 

·         აპლიკაციების კონკურსი - პროექტი ტექნოლოგიური სტარტაპების აღმოჩენას და განვითარებას ემსახურება, როგორც ფინანასური, ისე ტექნოლოგიური და ცოდნის გაზიარების მიმართულებით.

 

·         ახალგაზდრა სტარტაპერების და მათი ბიზნესების მარკეტინგული მხარდაჭერა და სხვადასხვა ფორმატის კონტენტის გაზიარება, მათ შორის: ვიდეო, ბლოგი, ფოტო რეპორტაჟი და  სხვა.

 

 „სტარტაპერი“ თიბისის პროგრამაა, რომლის მიზანი სტარტაპების განვითარების ხელშეწყობა და ახალი ბიზნესების წამოწყების სტიმულირებაა.  პროგრამა მოიცავს როგორც  ფინანსურ, ისე არაფინანსურ მხარდაჭერას.

 

სტარტაპერის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://startuperi.ge

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...