1 9 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელშეწყობით „დიო“ ექსპორტზე გასვლას გეგმავს

საქართველოს ბანკისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის  ერთობლივი პროექტი კვლავ გრძელდება. პროექტის მიზანს მსუბუქი მრეწველობის მიმართულებით ოპერირებადი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა წარმოადგენს. უკვე 20-ზე მეტმა მონაწილე კომპანიამ მიიღო დარგის ექსპერტებისგან ინდივიდუალური კონსულტაციები და ტრენინგები. მათ შორისაა კომპანია “დიო“.

 

„დიო“ უკვე 26 წელია ქართულ სამშენებლო ბაზარზე ოპერირებს და მომხმარებელს 70-მდე დასახელების პროდუქციას სთავაზობს, მათ შორის: მეტალოპლასტმასისა და ალუმინის კარ-ფანჯარას, სლაიდურ სისტემებს და სხვა. „დიო“ 3 საწარმოო სივრცეს აერთიანებს და 200-მდე ადამიანს ასაქმებს. გარდა წარმოებისა, კომპანია მომხმარებელს საკონსულტაციო, აზომვით და სამონტაჟო სერვისებსაც სთავაზობს.

 

„ამ ეტაპზე, ჩვენი მიზანი მომხმარებელთა სექტორის და პროდუქციის გაფართოებაა.  ასევე, ვგეგმავთ ექსპორტზე გასვლას. ამ მიმართულებით არც თუ ისე დიდი გამოცდილება აქვს ჩვენს კომპანიას, ამიტომ საქართველოს ბანკისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ერთობლივ პროექტში ჩართულობა და ექსპორტის თემატიკაზე მიღებული კვალიფიციური რჩევები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მიღებული გამოცდილება გვეხმარება საექსპორტო ბაზრების სწორად განსაზღვრაში და სამოქმედო გეგმის შემუშავებაში“, - ამბობს „დიოს“დამფუძნებელი, ირმა დაუშვილი. „დღეს მომხმარებელს ქვეყნის მასშტაბით 3 ფილიალიდან ვუწევთ მომსახურებას. ქალაქ ქუთაისში არსებულ საწარმოში კი პირველად საქართველოში, ვუზრუნველყოფთ ავტომატიზირებული საჩრდილობლის - პერგოლას წარმოებას. სამომავლოდ, ვგეგმავთ კიდევ უფრო განვავითაროთ მინა პაკეტების წარმოების მიმართულება“, - დასძენს ირმა დაუშვილი.

 

„მოხარული ვართ, რომ ჩვენი და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ერთობლივი ძალებით, გვეძლევა შესაძლებლობა, ხელი შევუწყოთ „დიოს“ სამომავლო გეგმების განხორციელებაში. კომპანია წლების მანძილზე მნიშვნელოვნად იზრდება, ავითარებს პროდუქციას და დღეს ბაზარზე თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, ერთ-ერთი მოწინავე ბიზნესია. კომპანიას უკვე 26 წელია იცნობს ადგილობრივი მომხმარებელი და მოხარული ვართ, რომ უახლოეს მომავლში, „დიოს“ პროდუქცია მეზობელ ქვეყნებშიც იქნება ხელმისაწვდომი. გვინდა წარმატება ვუსურვოთ გუნდს. საქართველოს ბანკი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერას“, - განაცხადა ზურაბ მასურაშვილმა, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა.

 

„აღნიშნული პროექტი ქართველ მეწარმეებს სთავაზობს პრაქტიკულ მომსახურებას, მათ შორის საბაზრო კავშირების გაღრმავების, საერთაშორისო სტანდარტებზე წვდომის და მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების შესაძლებლობებს. ეს გახლავთ ერთ-ერთი იმ ინიციატივათა შორის, რომლის საშუალებითაც USAID– ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა უზრუნველყოფს ეკონომიკის სექტორებში დროულ, პრაქტიკულ დახმარებას, მაღალკვალიფიციური კადრის დასაქმებასა და ეკონომიკური ზრდის ხელშწყობას. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ საქართველოს ბანკთან ერთად, მცირე და საშუალო საწარმოებს მხარს ვუჭერთ საკუთარი ბიზნესის განვითარების მიმართულებით.“ – აღნიშნა მარკ მაკკორდმა, USAID – ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...