1 9 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

მიიღე მეტი სარგებელი - თეგეტა მოტორსში ქეშბექი დაბრუნდა

„თეგეტა მოტორსში“ ქეშბექ შეთავაზება  დაბრუნდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თეგეტას მომხმარებელი ახლა უფრო მეტ სარგებელს მიიღებს. ქულების დაგროვების პროგრამაში ჩართვა  პირველივე გადახდაზეა შესაძლებელი.

ქეშბექის პროცენტი ბარათის ტიპის მიხედვით იცვლება. CLASSIC ბარათის მფლობელები თანხის 7%-ს დაიბრუნებენ, SILVER-ის მფლობელებისთვის 10%-ია განსაზღვრული, ხოლო GOLD ბარათის შემთხვევაში ქეშბექი 15%-ია.

„თეგეტა მოტორსში“ დახარჯული თანხის უკან დაბრუნება შესაძლებელია როგორც სერვისით სარგებლობისას, ასევე ნებისმიერი ავტოპროდუქტის შეძენის შემთხვევაში. შეთავაზებით მომხმარებელი მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედ, 17-ვე ფილიალში ისარგებლებს.

„თეგეტას ყოველწლიურად 130 000-მდე მომხმარებელი ჰყავს, რომელსაც შეგვიძლია 300-ზე მეტი ბრენდის პროდუქცია შევთავაზოთ. ჩვენი მიზანია ადამიანებს ავტომობილის ფლობა კიდევ უფრო გავუმარტივოთ. ხარისხიანი სერვისითა და პროდუქციით სარგებლობას „თეგეტა მოტორსის“ მომხმარებელი მიჩვეულია. ახლა კი, დახარჯული თანხის უკან დაბრუნებას შეძლებენ. მათთვის მაქსიმალურად გამარტივებული და მოქნილი ლოიალობის პროგრამა შევქმენით. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ქეშბექ აქციით სარგებლობას მომხმარებელი პირველივე გადახდაზე შეძლებს, საშუალება ექნება ქულებს თანხა დაამატოს სურვილის შემთხვევაში და წლის ბოლომდე გამოიყენებს“ - ვახტანგ ღულაძე, „თეგეტა მოტორსის“ კომერციული დირექტორი.

ქეშბექით დაგროვებული თანხის გახარჯვა ნებისმიერ სერვისსა და პროდუქციაზე, ფასდაკლების შემთხვევაშიც ხდება. ქულების გამოყენებისას, თანხის დამატებაც შესაძლებელია. 

 

კომპანიის შესახებ: თეგეტა მოტორსი 26 წლიანი გამოცდილებით, დღეს ლიდერია საავტომობილო პროდუქტებისა და მომსახურების დარგში. კომპანია, რომელმაც ავტომომსახურების სფეროში ახალი სტანდარტი დაამკვიდრა, მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს. თეგეტას ფილიალებში მომხმარებელს შეუძლია შეარჩიოს მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, როგორებიცაა: Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და ..

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...