1 9 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოს ბანკის მიერ მხარდაჭერილ Fennec Tech Studio-ს გამომწერთა რიცხვმა 10 000-ს გადააჭარბა

3 თებერვალი, 2022- კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საქართველოს ბანკი მომავლის პროფესიების პოპულარიზაციას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკი უკვე 1 წელია კარიერულ განვითარებასა და ტექნოლოგიებზე ორიენტირებული YouTube არხის, Fennec Tech Studio-ს მხარდამჭერია. YouTube არხმა ტექნოლოგიებით დაინტერესებული არაერთი ერთგული მაყურებელიც შეიძინა, რაზეც შთამბეჭდავი შედეგები მეტყველებს.

 

დღეს Fennec Tech Studio-ს YouTube-ზე 10 000, ხოლო TikTok-ზე 12 000-ზე მეტი გამომწერი ყავს. სხვადასხვა სოციალურ ქსელებში განთავსებულ ვიდეოებს კი ჯამში, მილიონზე მეტი ნახვა აქვს.

 

Fennec Tech Studio-ს მთავარ მიზანს ტექ მიმართულებით კარიერული განვითარებისთვის საჭირო რესურსზე წვდომის გაზრდით, ახალგაზრდებში ტექნოლოგიური სფეროს პოპულარიზაცია წარმოადგენს.

 

„აქამდე არ არსებობდა კონტენტი, რომელიც ქართულ ენაზე, არასალექციო ფორმატში, მოყვებოდა ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციას, დაფარავდა ტექნოლოგიური პროფესიების დიდ სპექტრს და რაც მთავარია, არ იქნებოდა ერთჯერადი - ანუ ექნებოდა არხის ფორმა.  Fennec Tech Studio იქცა კონტენტის ერთგვარ ბიბლიოთეკად, სადაც ნებისმიერ დროს შეგიძლია გაეცნო სხვადასხვა ტექნოლოგიური პროფესიების შესახებ ინფორმაციას“, - განმარტავს YouTube არხის შემქმნელი, მარიამ გაგუა.

 

Fennec Tech Studio-ს ვიდეოებს ძირითადად სამი მიმართულებით შეხვდებით - ტექნოლოგიები, მომავლის პროფესიები და კარიერული განვითარება. YouTube არხმა ვიდეოების სახით გამომწერებს უკვე 20-ზე მეტი ტექნოლოგიური პროფესია გააცნო და სხვადასხვა დარგის პროფესიონალების რჩევები გაუზიარა. სამომავლოდ, არხის შემქმნელები კიდევ უფრო მეტი მიმართულების მოცვასა და ტექნოლოგიური სფეროს, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო კარიერული გზის პოპულარიზაციას გეგმავენ.

 

ინფორმაციისთვის, 2020 წელს, საქართველოს ბანკმა წამყვან საკონსულტაციო და რეკრუტინგულ კომპანია „ინსორსთან“ თანამშრომლობით პროექტ – „მომავლის პროფესიების“ განხორციელება დაიწყო. პროექტის მიზანი შრომის ბაზრის ცვლილებებზე ცნობადობის ზრდა, ახალი პროფესიების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და ადამიანების პროფესიული მხარდაჭერაა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 12:56

    თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზ...

    ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.   www.tbc...

  • 12:43

    „შემომეჭამა“ — სახლის სიმყუდროვესა და გემოებზე დაფ...

    „შემომეჭამას“ ისტორია 2016 წლიდან იწყება, როცა ოთო მგალობლიშვილმა და მისმა მეუღლემ პირველი ფილიალი გახსნეს. ეს არის რესტორანი, რომლის ძირითადი პრინციპია, ჰქონდეს პატარა, მაგრამ უმაღლესი ხ...

  • 12:41

    მეტი განაწილება თიბისისგან...

    თიბისი ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს, მათთვის მეტი კომფორტისა და მოქნილი შოპინგისთვის, განაწილების ახალ ფუნქციონალს ამატებს.   „მეტი განაწილება“ ეს არის გაუმჯობესებული, მომხმა...

  • 16:22

    თიბისიმ ფულადი გზავნილის განაღდების ახალი ფუნქციონ...

    თიბისი მუდმივად ზრუნავს მომხმარებლების გამოცდილების გაუმჯობესებაზე. სწორედ ამ მიზნით მათი უკუკავშირის გათვალისწინებით, ფულადი გზავნილების განაღდების პროცესი გამარტივდა. თუ აქამდე გზავნილს ანაღდებდი ...

  • 15:52

    Volvo Cars - სრულად ელექტრომომავლის ერთგული...

      Volvo Cars ავტოპარკის სრულ ელექტრიფიკაციას 2040 წლისთვის გეგმავს. კომპანიას გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს - ბაზარზე ხუთი მთლიანად ელექტრული ავტომობილი (EV) უკვე წარმოადგინა, ხოლო დამატები...